როგორ დავსახოთ მიზანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ დავსახოთ მიზანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში (ზოგადი რჩევები)

 

კონკრეტული, სწორი მიზნის დასახვა. ყველაფერი ბოლოდან იწყება - იმის გარკვევით, თუ რა მიზანი გამოძრავებთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ. თუ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ როგორი შეიძლება იყოს დასასრული, შედეგი, შესაბამისად თქვენ არ გცოდნიათ ამ შედეგამდე მისასვლელი გზა. წარმოიდგინეთ, რომ აიყვანეთ ტაქსი, რას აკეთებთ პირველ რიგში? - ეუბნებით მას დანიშნულების ადგილს, რათა მძღოლმა მიგიყვანოთ იქ. ანალოგიურად აუცილებელია გქონდეთ განსაზღვრული მიზანი, სასურველი შედეგი, რომ მიაღწიოთ მას.

 

აკეთეთ ის, რაც გიყვართ. როდესაც თქვენ აკეთებთ იმ საქმეს რომელიც გსიამოვნებთ, რომელიც მოგწონთ, თქვენ სავსე ხართ ულევი ენერგიით, რაც ძალას გაძლევთ. წარმატებისკენ მისწრაფების ხარისხი უფრო მაღალი სწორედ მაშინაა, როდესაც იმას აკეთებთ რისი კეთებაც მოგწონთ.

 

იმუშავეთ უფრო და უფრო მეტი მონდომებით. განუწყვეტელი შრომა - წარმატების ყველაზე მთავარი საიდუმლო. ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ გარკვეული პროცესები, დავისახოთ ეფექტური გზები თუ სტრატეგიები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს შეუპოვარი, განუწყვეტელი შრომა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება ვერ მიიღწევა.

 

გამოიყენეთ ყოველი წუთი. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ყოველი წუთი ძალიან ღირებულია. დონალდ ტრამპის ციტატა, რომელიც ერთ-ერთ მის წიგნში ის წერდა, რომ დრო ფულზე უფრო ღირებულია, რადგან ფულის გამომუშავება, სხვადასხვა გზით, ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ დროის უკან დაბრუნება - შეუძლებელი.

 

იმისთვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს - იმოქმედეთ! იცხოვრო წარმატებით - ნიშნავს იყო მუდმივად მოქმედი და წინ მსწრაფი. ხშირად ამბობენ: „ცას საზღვრები არ აქვს“, ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად შეგვიძლია ზრდა და მიზნის მიღწევა. იმისათვის, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის.

 

ყოველთვის იზრუნეთ განვითარებაზე და დონის ამაღლებაზე. სწავლა არასდროს მთავრდება, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი რაღაც, რისი ათვისებაც შესაძლებელი და აუცილებელიც იქნება. ყველას აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ მთავარია ამ ცოდნისა და გამოცდილების ხარისხის გაზრდა და განვითარება. წარმატებული ადამიანები მუდმივად კითხულობენ, სწავლობენ, ეცნობიან ახალ ცოდნას, ადამიანებს, ამყარებენ ახალ კავშირებს - ანუ ვითარდებიან. დღევანდელზე მეტად გასაძლიერებლად, შემდეგ დონეზე გადასასვლელად აუცილებელია განვითარება.

 

მოისმინეთ და გაითვალისწინეთ სხვათა აზრი იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ უკეთესნი, განვვითარდეთ, მაინც რჩება ჩვენში ე. წ. მკვდარი ზონები - ის რაც არ ვიცით საკუთარ თავზე. ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე სწორი გზა სხვათა მოსმენა, მათი აზრის გაგება და გაანალიზებაა, რის შედეგადაც ხდება გაუმჯობესება.

 

ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ იყოთ პირველი! წარმატების მისაღწევად - ნებისმიერ რამეს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ იყოთ პირველი. ვერცერთი უღიმღამო ადამიანი ვერ მიაღწევს შედეგს და ის ვინც საშუალო ადგილზეა თანახმა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო, ეს იქნება შეუპოვარი შრომის სტიმული. წარმატებისა და დიდი შედეგების მისაღწევად თქვენს შესაძლებლობებსაც კი უნდა გადააჭარბოთ.