როგორ ვიმკურნალოთ უძილობა (ხალხური მეთოდები) - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ უძილობა (ხალხური მეთოდები)

 

ბალიშის ქვეშ ამოიდეთ სვიის ან არყის ფოთლები. ასევე შეგიძლიათ დაიძინოთ ბალიშზე რომელიც გატენილია ხმელი სვიის ან ტყის ბალახებისგან. გარდა ამისა, ძილის წინ მიირთვით 1 სუფრის კოვზი თაფლი.

 

ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები. მოეწყვეთ მოხერხებლად და ისუნთქეთ ღრმად და ნელა, თან დათვალეთ ჩასუნთქვების რაოდენობა. ეცადეთ, შეამციროთ ჩასუნთქვებს რიცხვი წუთში და დაიყვანე ის ნორმიდან ნახევრამდე. ეს ვარჯიში ჩაატარეთ დღეში 5-ჯერ.

 

2 სუფრის კოვზ დანაყილ თალგამის ძირხვენას დაასხით წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. დღეში ერთხელ დალიეთ მეოთხედი ჭიქა ან ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა.

 

თუ უძილობა გაწუხებთ, ეცადეთ არ დაიღალოთ გონებრივი მუშაობით საღამოობით, ადრე ივახშმეთ და ადრე დაწექით დასაძინებლად. სასარგებლოა ძილის წინ ფეხებზე თბილი ან ცხელი აბაზანების მიღება. შემდეგ დალიეთ 1 ჭიქა ცხელი ტკბილი წყალი ან რძე, უკეთესია 1 ჭიქა კატაბალახას ძირების ცხელი ნაყენი (1 ჩ.კ. 1 ჭიქა მდუღარეზე 20 წუთი გააჩერეთ.) შეიძლება ამოიდოთ ბალიშის ქვეშ 1 მუჭა სვია. საკმაო რაოდენობით ხახვის მიღება ღამით ასევე იძლევა ღრმა ძილის საშუალებას.

 

ხალხურ მედიცინას არ მოეპოვება უკეთესი საშუალება უძილობის წინააღმდეგ, ვიდრე 2 ჩაის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული აქვს 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ დღეში სამჯერ.

 

ყველაზე მარტივი საძილე საშუალებაა: ძილის წინ დაასველეთ წინდები ძმრიან წყალში, გაწურეთ, ჩაიცვით, ზემოდან კი ამოიცვით მშრალი წინდები. ამ დროს ხდება სისხლის სხეულის ზედა ნწილიდან ქვედაში მიქცევა.

 

10 გრამ კუნელის ყვავილს დაასხით 100 გრამი არაყი. გააჩერეთ 21 დღე ბნელ ადგილზე. გაწურეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

35 გრ. ნიახურის ფესვს დაასხით 1ლ. ცივი, ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში და გაწურეთ. სვით თითო თითო ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ.

 

ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შემდეგ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა თბილი წყლით ან ფეხებთან დაიდეთ ცხელი სათბურა. ეს პროცედურა ძილის სურვილს გამოიწვევს იმის ხარჯზე, რომ სისხლის ნაწილი თავიდან გადანაწილდება სხეულის ქვედა ნაწილში. უკეთესი ეფექტისთვის ბალიშის ქვეშ დაიდეთ ქსოვილის ტომსიკა სვიის გამხმარი გირჩებით.