როგორ ვუმკურნალოთ დაჟეჟილობას (ხალხური მეთოდი) - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ დაჟეჟილობას (ხალხური მეთოდი)

 

ძლიერი დაჟეჟილობის დროს დაზიანებული ადგილი დაიზილეთ წყლის იელის ყვავილების ნახარშით. 1 სუფრის კოვზ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაიცადეთ 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. ნახარშის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ სპირტნაყენი : 50 გ ყვავილებს დაასხით 0.5ლ არაყი და დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში.

 

სახსრების დაჟეჟილობის, დაჭიმვის და ნაღრძობობის დროს (ნაღრძობის გასწორების შემდეგ) გამოიყენეთ არნიკას ყვავილების ნახარში - 2 სუფრის კოვზ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი პატარა ცეცხლზე და დადგით დასაყენებლად ნახევარი საათით. შემდეგ გაწურეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.

 

კომბოსტოს ხალი ფურცლები დაიდეთ დაჟეჟილ ადგილზე, ასევე ჭრილობებსა და ნატკენებზე. კომბოსტოს წვენი არა მარტო აგვაცილებს ტკივილს არამედ აჩერებს სისხლს და ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

 

კარგად მოვხარშოთ 0.5კგ ძველი, თეთრი ლობიოს ლებნები. გავსრისოთ კარგად და მიღებული მასა დავიდოთ მტკივნეულ ადგილას. შემოვიხვიოთ მკვრივი პირსახოცი. სასურველია, რომ ავადმყოფს ასეთი კომპრესით ეძინოს მთელი ღამე.