როგორ ვუმკურნალოთ იმპოტენციას (ხალხური მეთოდები) - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ იმპოტენციას (ხალხური მეთოდები)

 

პირველი მეთოდი კოწახური, წითელი მოცვის ფოთლები, წყლის წიწაკა, კრაზანა, გულყვითელა, ბაბუაწვერას ფესვები, ოხრახუშის ფესვები, შვიტა, ქრისტესისხლა, ასკილი - თანაბარი რაოდენობით. ნაკრებიდან იღებენ 10 გრამი ფხვნილს და 300 გრამ მდუღარე წყალს ასხამენ. თავდახურული ჭურჭლით წყლის აბაზანაზე 15 წუთით აცხელებენ, 2 საათს თბილ ადგილზე დგამენ. მიღებულ ნაყენს 4-5 ჯერზე სვამენ ერთ დღეში, ჭამის შემდეგ 30 წუთის გასვლისთანავე.

 

მეორე მეთოდი თანაბარი რაოდენობით ავიღოთ გულყვითელა, ოთხფურცელა, ჭინჭარი, ორნოვანდის ფესვები, წიწმატურა, ოხრახუშის ფესვები, მრავალძარღვას ფესვები, გვირილა, კამის თესლი, შვიტა, ბეგქონდარა, ქრისტესისხლა, სალბი, ასკილი. ნაკრებს ფხვნილიდან ავიღოთ 12 გრამი და 0.5ლ მდუღარე წყალი დავასხათ, 15 წუთს თავდახურული ჭურჭელი წყლის აბაზანაზე გავაცხელოთ. 1,5 საათს გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ, გავწუროთ და მთელი ნაყენი 1 დღის განმავლობაში დავლიოთ 4-5 ჯერ.

 

მესამე მეთოდი ავიღოთ 1 ლიტრი ღვინო, ნახევარი ლიტრი არაყი, ნახევარი კგ შაქარი. ღვინო ჩავასხათ პატარა ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ დავასხათ არაყი, გადმოვიღოთ და გავაციოთ. მივიღოთ 100 გრამი დღეში 3 ჯერ.