სამსახური და კარიერა

კარიერული განვითარება

როგორ გავხდეთ ბარმენი (ზოგადი რჩევები)

როგორ გავხდეთ ბარმენი (ზოგადი რჩევები)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ბარის წინ ჯდომა და გემრიელი კოქტეილის დალევა ძალიან მარტივი და სასიამოვნო საქმეა, მაგრამ ბარის მეორე მხარეს ყოფნა და რთული სამუშაოს ხალისით, სწრაფად და ხარისხიანად შესრულება საკმაოდ რთული საქმეა. ბარმენის პროფესია ბევრისათვის საინტერესო და სასურველია, თუმცა ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სანამ გადაწყვეტთ კურსების გავლას ჯობს თანმიმდევრულად შეაფასოთ ამ პროფესიისათვის საჭირო ელემენტები.

 

საფეხურები

  1. 1 ბარმენი მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეს. თუ ვინმეს აქვს მოუვლელი კანი, არათანაბარი კბილები ან საუბრობს გაურკვევლად, მაშინ მან უნდა დაივიწყოს ბარმენის კარიერის შესახებ.
  2. 2 ბარმენი უნდა იყოს ზრდილობიანი, აქტიური ადამიანი. საკუთარ თავში ჩაკეტილი და მთელს მსოფლიოზე ნაწყენი ადამიანებისათვისაც ჩაკეტილია ბარმენობის გზა. ბარმენი არ არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ემსახურება ხალხს, იგი არის მოსაუბრე, რომელთანაც ხალხს სურს საინტერესო საუბრის გაბმა რამდენიმე ჭიქა სასმელის დალევის შემდეგ. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველას უნდა დაუთმოს საკმარისი ყურადღება, იყოს სალმიანი, მომღიმარე და ყოველთვის კარგ ხასიათზე.
  3. 3 როგორც წესი, ბარმენობას ახალგაზრდები ირჩევენ. კოქტეილის მოსამზადებლად პირველ რიგში საჭიროა იმის მოტანა, რისგანაც იგი კეთდება. ქალის სუსტი მხრებისათვის ეს საკმაოდ რთული საქმეა. მაგრამ თუ ეს ასეა მიღებული, მაინც არ ნიშნავს, რომ ქალმა უარი უნდა თქვას ბარმენობაზე. თუ გოგოს სურს ბარმენობა, უნდა გახდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს არ არის ისეთი მარტივი საქმე, როგორიც შორიდან ჩანს.
  4. 4 ბარმენები, როგორ წესი, მუშაობენ ღამით. თუ ძილისგუდა ხართ და გიჭირთ უძილობასთან შეგუება, მაშინ ბარმენის სამუშაო თქვენთვის საკმაოდ პრებლემატურ საქმედ იქცევა.
  5. 5 თუ უყურადღებო და ნელი ხართ, მაშინ ჯობს სხვა სამუშაოს მოძებნა. ბარმენი უნდა ასწრებდეს ყველა სმურველის მომსახურებას ისე, რომ არ ავიწყდებოდეს ვინ გადაიხადა ფული და ვინ არა. გარდა ამისა, იგი ყურადღებას უნდა აქცევდეს ჭურჭლის სისუფთავეს ბარში.

გაფრთხილებები

  • თუ ყველაფერმა ზემოთ დაწერილმა არ შეგაშინათ და ბართან დგომის სურვილი არ დაგაკარგვინათ, მაშინ გისურვებთ წარმატებას !