როგორ დავარეგისტრიროთ მეწარმე იურიდიულ პირად - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ მეწარმე იურიდიულ პირად

 

განაცხადში მითითებული უნდა იყოს: 1) საწარმოს სახელწოდება. 2) საწარმოს სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი. 3) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ. 4) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შპს ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები შპს-ის პარტნიორთა/კომანდიტთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. 5) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული (კომანდიტი) და რომელი – სრული (კომპლემენტარი). 6) შპს-ის ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – შპს-ის პარტნიორთა და კს-ის კომანდიტთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები. 7) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი. 8) გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირის - პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი. 9) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე რამდენიმე უფლებამოსილი პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. 10) წესდების საჭიროების შემთხვევაში, მისი ფორმის მოძიება შეიძლება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.

 

ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და განცხადებას, რომელშიც უნდა მიეთითოს: - განმცხადებლის სახელი, პირადი ნომერი და ხელმოწერა; - ინფორმაცია საწარმოს ადგილ-სამყოფელის შესახებ; - განცხადების შევსების თარიღი.