როგორ შევაფასოთ მცირე ბიზნესის დადებითი და უარყოფითი მხარეები - rogor.ge

როგორ შევაფასოთ მცირე ბიზნესის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

დადებითი მხარეებია - ადგილობრივ პირობებთან იოლი ადაპტაცია. - მცირე საწარმოთა მოქმედების დიდი დამოუკიდებლობა, მოქნილობა და მიღებულ გადაწყვეტილებათა მიღებასა და შესრულებაში ოპერატიულობა. - საქმიანობის განხორციელების (განსაკუთრებით მართვის დროს) შედარებით დაბალი ხარჯები. პირველ საწყის კაპიტალზე შედარებით მცირე მოთხოვნილება და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის საპასუხოდ სწრაფი ცვლილებები პროდუქციასა და წარმოების პროცესში. მცირე ბიზნესის მფლობელები უფრო მეტად მიილტვიან სახსრების დაზოგვისაკენ და ორიენტირებულნი არიან ინვესტირებაზე, წარმატების მიღწევაში მათ ყოველთვის პირადი მოტივაციის მაღალი დონე აქვთ, რაც დადებითად მოქმედებს საწარმოს საქმიანობაზე, მთლიანად. მცირე ბიზნესი მსხვილ საწარმოებთან შედარებით ხელს უწყობს უმუშევარი მოსახლეობის დასაქმების ზრდას და პროფესიონალი მუშაკების მომზადებასა და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას. მცირე ბიზნესს, მსხვილთან შედარებით, ცალკეულ ქვეყნებში უკავია დომინირებული მდგომარეობა, როგორც რიცხოვნობით, ისევე საქონლის (შესრულებული სამუშაოს, მომსახურების) წარმოების ხვედრითი წონის მიხედვით.

 

უარყოფითი მხარეები - რისკის უფრო მაღალი დონე, რაც განაპირობებს ბაზარზე მდგომარეობის ნაკლებ სიმყარეს. - მსხვილ კომპანიებზე დიდი დამოკიდებულება. - თავისი საკუთარი საქმის მართვაში დაშვებული შეცდომები. - დამატებითი ფინანსური სახსრების სესხებაში და კრედიტების მიღებაში სიძნელეები. სამეურნეო პარტნიორების ნაკლები თვითდაჯერებულობა, ხელშეკრულებების დადებისას სიფრთხილე და სხვა. მცირე ფირმების წარუმატებლობა ყველაზე მეტად დაკავშირებულია მათი მესაკუთრეების მენეჯერული გამოუცდელობით, ანუ პროფესიული არაკომპეტენტურობით. მცირე ფირმების წარუმატებლობის (ბანკროტობის) სხვა მიზეზებია: ბიზნესის ხელმიშვებულობა, უყურადღებობა, აგრეთვე კატასტროფები, ხანძარი, ქურდობა, თაღლითობა და სხვ. საზოგადოების მოთხოვნილებების მუდმივი ძიება და მათდამი უწყვეტი მორგება წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტრატეგიის საფუძველს. ზოგიერთი დასავლელი სპეციალისტი მცირე ბიზნესს განიხილავს, როგორც ახალი პიროვნული ურთიერთობების სკოლას, მომავალში მეწარმეობის განვითარების ორგანიზაციის მეთოდებისა და პრინციპების გამოცდის პოლიგონს.