კომპიუტერი და ინტერნეტი

ინტერნეტი

როგორ წავშალოთ ნანახი საიტები Chrome-დან

როგორ წავშალოთ ნანახი საიტები Chrome-დან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ნანახი ინტერნეტ-გვერდების ისტორიაში შენახვა გეხმარებათ საიტზე განმეორებით შესვლისას გვერდის სწრაფად ჩატვირთვაში, ვინაიდან მისი მისამართის ხელახლა აკრეფა აღარ გიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ შენახული ინფორმაცია გეხმარებათ ინტერნეტში მუშაობაში, ზოგჯერ საჭიროა ნანახი ინტერნეტ რესურსების კონფიდენციალურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა ისტორიის გასუფთავება. ზედმეტი ინფორმაციის წაშლა დაგეხმარებათ მყარ დისკზე მცირე რაოდენობით მახსოვრობის გამოთავისუფლებაში.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • Google Chrome

საფეხურები

  1. 1
    ცვლილებებში შესასვლელად დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს და მენიუში გამოჩენილ მენიუში აირჩიეთ Settings
  2. 2
    გახსნილ ფანჯარაში მოძებნეთ მარჯვენა კუთხეში არსებული წარწერა History და დააჭირეთ მას.
  3. 3
    მონაცემების წასაშლელად აირჩიეთ ისინი სათითაოდ ან ყველას ერთდროულად წასაშლელად დააჭირეთ ღილაკს Clear All Browsing Data... და გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ თუ რა რაოდენობის და ხანგრძლივობის მქონე ინფრომაციის წაშლა გსურთ. წამშლელი მექანიზმის ასამოქმედებლად დააჭირეთ ღილაკს Clear Browsing Data.