როგორ დავიცვათ თავი მოულოდნელი ორსულობისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი მოულოდნელი ორსულობისგან

 

პრეზერვატივები (იგივე კონდომები) იმისათვის, რომ არ დაფეხმძიმდე, შესაძლებელია გამოიყენოთ პრეზევატივი. ისინი წარმოადგენენ მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის. ასევე არსებობოს ნაკლოვანებები: ამცირებს გრძნობელობას, გარდა ამის არ არსებობს სრული პასუხისმგებლობა მისი დაზიანების (გაწყვეტის)

 

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებით. აბების მიღება ხდება ყოველ დღე, ჩვეულებრივ 21 დღის განმავლობაში. ისინი შეიცავენ კვერცხუჯრედის მომწიფების წარმმართველ ჰორმონებს. ასევე არსებობს ნაკლოვანებები: აბებს აქვთ საკმაოდ მაღალი ფასი და ისინი არ იცავენ ვენერიული დაავადებებისგან. ჩასახვის საწინაამღდეგო აბები შესაფერისია მხოლოდ რეგულარული და სანდო პარტნიორებისთვის.

 

სპირალი სპირალის ჩადგმა ხდება საშვილოსნოს ყელში. ის შეიძლება იყოს ჰორმონული ან არაჰორმონული. არაჰორმონული სპირალი წარმოადგენს მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს შორის. ჰორმონული სპირალი კი, გარდა მექანიკური წინააღმდეგობისა, ამცირებს ოვულაციების რაოდენობას. შესაბამისად ჩასახვის შესაძლებლობასაც.