როგორ მოვექცეთ ორსულ ცოლს - rogor.ge

როგორ მოვექცეთ ორსულ ცოლს

 

თქვენი ცოლი ახლა პასუხისმგებელია ორ სიცოცხლეზე ერთდროულად. თქვენ უნდა იყოთ მისი საიმედო საყრდენი და დამხმარე ყველა საქმეში. მოგიწევთ რთული საოჯახო საქმეების საკუთარ თავზე აღება. იარეთ საყიდლებზე და შეუმსუბუქეთ საქმიანობა მაქსიმალკურად მეუღლეს.

 

ორსულობის ბოლო ფორმები უფრო სახიფათოა. თქვენ მოგიწევთ სახლის დალაგება, იატაკის მოწმენდა და სისუფთავის შენარჩუნება, ან დაიქირავეთ ადამიანი რომელიც ამაში დაგეხმარებათ. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან და დაწვრილებით შეისწავლეთ რისი კეთების და კვების უფლება აქვს ორსულს. დაუკვირდით მეუღლეს, თუ როგორ ასრულებს ექიმის მითითებებს. ამ დროს ქალებმა შეიძლება ნერვების გამო, ან კარგად ვერ ყოფნის გამო ან კარპრიზობის შედეგად არ შეასრულოს ყველა მითითება.

 

ქალი ამ დროს ძალიან მგრძნობიარეა ყველაფერი რომანტიკულის მიმართ. აჩუქეთ მას ყვავილები ყოველ დღე, აჩუქეთ ფუმფულა სათამაშოები. მოუწყვეთ საღამოები, დაუპატიჟეთ დაქალები, რომ გაერთოს მასთან. ისეირნეთ საღამოობით მასთან ერთად. უყურეთ საინტერესო და რომანტიულ ფილმებს ერთად.

 

ზოგი ქალი ორსულობისას პირიქით უკმაყოფილოა ზედმეტი ყურადღებით, ზოგი კი მუდამ არასაკმარისს ყურადღებას უჩივის. ასე, რომ ასეთ შემთხვევაში ორიენტაცია უნდა გააკეთოთ თქვენს მეუღლეზე თუ როგორია ის, ერთი რჩევის მოცემა ასეთ დროს ყველასათვის არ იქნება მიზანმიმართული. გახსოვდეთ, რომ ორსული ქალის ხასიათი შეიძლებ წუთში რამოდენიეჯერ შეიცვალოს.

 

დაუთმეთ ყურადღება მომავალ შვილს. ხშირად დაადეთ ხელი თქვენი მეუღლის მუცელს, და უთხარით რამე თბილი სიტყვა თქვენს მომავალ შვილს. მედიკებმა უკვე კაი ხანია დაამტკიცეს, რომ ბავშვს ესმის მამის ხმა და გრძნობს შეხებას. ცოლს კი რათქმაუნდა ესიამოვნა თქვენი ასეთი დამოკიდებულება მის და ბავშვის მიმართ.

 

გაახარეთ მეუღლე კომპლიმენტებით, ორსულები ხომ ამ დროს ძალიან ნერვიულობენ და ეჭვიანობენ ყველაზე და ყველაფერზე. ნუ შეფერხდებით ხოლმე სამსახურში, ნუ მიცემთ ნურაფერ ეჭვიანობის მიზეზს ცოლს. ჰორმონალური ცვლილებებმა რომელიც გამუდმებით მიმდინარეობს ორსულის სხეულშია შეუძლია სერიოზული ნევროზი და დეპრესია გამოიწვიოს თუ ის იეჭვიანებს ღალატზე თქვენს მხრიდან.

 

ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ისტერიკებს ცოლის მხრიდან. აჯობებს, რომ წყნარად მშვიდად და თბილად გაუფანტოთ ყველა ეჭვი და ნერვიულობები ცოლს. იყავით ლოგიკურები და აზრიანები, ელაპარაკეთ მეუღელს თავდაჯერებულად და ნუ აუწევთ ტონს ნურავითარ შემთხვევაში.

 

ტირის თქვენი მეუღლე თუ ისტერიულად იცინის ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაინც ნაზად ჩაეხუტეთ მოეფერეთ და გამუდმებით უმეორეთ, რომ ის გიყვართ. თუ ღამე მეუღლე გაიღვიძებს და გთხოვთ, რომ მოუტანოთ შებოლილი თევზი და ნამცხვარი ერთად, ან ანანასი და კიტრი, გაიქეცით მაღაზიაში და უყიდეთ მას ყოველ შემთვევაში მარწყვი და ქათმის გრილი.