როგორ ვიმკურნალოთ გაციება (ხალხური მეთოდი) - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ გაციება (ხალხური მეთოდი)

 

მეთოდი 1 თერმოსში ჩაყარეთ 100 გრამი ასკილი და გააჩერეთ 5 საათს. მოადუღეთ მაგარი ყავა, შეურიეთ ასკილის ნაყენს, ჩაუმატეთ შტოშის და ჟოლოს რამოდენიმე კენკრა, 2-3 ჩაის კოვზი რომელიმე ხილის ლიქიორი(უკიდურესს შემთხვევაში შეიძლება შაქრის ჩამატება). დაუმატეთ ლიმონის თხელი ნაჭერი და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში.

 

მეთოდი 2 თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს გვირილის ყვავილი, ასკილი, ლიმონის ქერქი, მტირალა ტირიფის (ძეწნის ქერქი), ცაცხვის ყვავილი. აიღეთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში გააჩერეთ ათ წუთს. მიიღეთ დღის განმავლობაში სამ ნაწილად, თბილ-თბილი, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

 

მეთოდი 3
დღეში რამდენჯერმე მიიღეთ ასკილის ნაყოფის, ცაცხვის ყვავილის ჩაი ჟოლოს მურაბით. საკვებში გამოიყენეთ ხახვი, ნიორი C ვიტამინით მდიდარი ხილი - ფორთოხალი, ლიმონი.