როგორ გავიგოთ ჩვენი ბედის შესახებ - rogor.ge

როგორ გავიგოთ ჩვენი ბედის შესახებ

 

სულერთი არ არის თუ რომელ ხელზე იმკითხავებთ. გაითვალისწინეთ შემდეგი, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებს შორის დიდი განსხვავებებია. ზოგი ქირომანტი ფიქრობს, რომ ქალის ბედი იკითხება მის მარცხენა ხელის გულზე, კაცის მარჯვენაზე, ხოლო ზოგი კი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა ენიჭება სხვაგვრად, მარცხენა ხელი ნიშნავს ის რაც ღმერთმა უბოძა ადამიანს, ანუ ის თუ როგორი დაიბადა და რა დაყვა მას, ხოლო მარჯვენა ხელი არის ის, თუ თავად როგორ შეიცვალა და როგორ იცვლება და შეიცვლება მომავალში. აქვე შეიძლება ნახოთ თუ რისი ნიჭი დაყვა მას შთამომავლობით და რა განავითარა თვითონ. ყველაზე უფრო ტრადიციული მეთოდი გამოიხატება იმით, რომ მკითხაობენ იმ ხელზე რომლითასც ადამიანი წერს, მაშასადამე ცაციების შემთხვევაში ეს მოცემულობა ტრიალდება, მარცხენა ხელი იქნება შეძენილი ბედი და თვისებები, ხოლო მარჯვენა თანდაყოლილი.

 

საწყის ეტაპზე ჩაატარეთ საერთო დაკვირვება. ბევრი შეუძლია თქვას ადამიანის ხელის ტიპმა. ამისათვის დაათვალიერეთ ის ხელი რომლითაც წერს ადამიანი, ნახეთ თუ როგორი კანი აქვს მას, თუ კანი მსხვილი აქვს ესეიგი ის უხეშია და პირდაპირი ხასიათი აქვს, თუ კანი თხელია და გამჭვირვალე ის ცივია, თქვენ გაქვთ ცივ ადამიანთან საქმე. სხვადასხვა ნიშან თვისებებზე ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ ამ ადამიანის ბედი.

 

მიაქციეთ ყურადღება ხელის გულისა და თითების ფორმებს. თანაბარი კვადრატული ხელის გულის მქონე ადამიანი - პირადპირი პრაქტიკული ადამიანია. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ გამოწეულია ასეთი ადამიანი არის ეფექტური და დაკვირვებული. მოკლე თითები მიგვითითებს ზედაპირულობაზე და ასევე ენერგიულობაზე, გრძელი კი პედანტურობასა და ნებისყოფაზე. საშუალო სიგრძის თითები არ გამოყოფენ ადამიანის მიმართ რამე ძირითად ნიშან თვისებებს. დახედეთ თქვენი ხელის გულს და თითებს. მიაქციეთ ყურადღება თუ რამდენად ელასტიური არის ხელის მტევანი, თითების სისქესა და სიგრძესაც. შეადგინეთ მონაცემები თქვნზე და გამოიტანეთ დასკვნა. დამერწმუნეთ ძალიან ბევრი რამე დაემთხვევა.

 

მოძებნეთ ძირითადი ხაზები თქვენს ხელისგულებზე. დაიწყეთ ხაზების კითხვა გარკვეული რიგის მიხედვით. ძირითადი ხაზები ბევრი არ არის, ესენია : გულის, ტვინის, სიცოცხლის, ბედის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელის გულების [u]"ბუგრებს"[/u]. გულისა და ტვინის ხაზს გვეუბნებიან საერთო ინფორმაციას ადანიანის შესახებ, მის ემოციურ ფონს, ინტელექტის განვითარების დონეს. ბედის გაგებაში თქვენ დაგეხმარებათ დარჩენილი 2 ძირითადი ხაზი - სიცოცხლისა და ბედის ხაზი. წყვეტილები სიცოცხლის ხაზზე მიუთითებს უცაბედ ძირეულ ცვლიბებს, იცვლება დამოკიდებულება ბევრ რამეზე, ასევე დაბრკოლებებს მიუთითებს, ძლიერ დაავადებებზე მეტყველებს. თუ წყვეტასთან არის გამყოფი 2 ხაზი ეს ნიშნავს, რომ ადამიანს იცავენ და არჩენენ უბედურებისგან, ასევე ეს მეტყველებს უცაბედ მძიმე დაავადებებზე.

 

ახლა გადავიდეთ ბედის ხაზის გარჩევაზე. ის მიგვითითებს ადამიანის დანიშნულებაზე და ასევე მისი ცხოვრების აზრის დადგენაა შესაძლებელი ამ ხაზით. ყველა ბედის ხაზი არის უნიკალური. ყველა ადამიანს არ აქვს ეს ხაზი ხელზე. ქირომანტები ამ ხაზის არ არსებობას რიგ შემთხვევებში ხსიან იმით, რომ ყველა არ არის დაინტერესებული საკუთარი არსებობის მიზნის დადგენით. ადამაინები, რომლებსაც ბავშვობიდან აქვთ გაცნობიერბეული თუ რა უნდათ და რატომ მკაფიო ეტყობათ სწორი ბედის ხაზი. თუ ადამიანმა ცხოვრების შუაში გააცნობიერა უცებ რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი და აზრიანი ამ შემთხვევაში გაჩნდება ხელის გულზე ხაზი მკაფიოდ, ამ ხაზს არ ექნება დასაწყისი.