როგორ გამოვსახოთ ნივთიერება - rogor.ge

როგორ გამოვსახოთ ნივთიერება

 

თუ ვიცით ქიმიური ელემენტის სიმბოლო თავისუფლად შევძლებთ გამოვსახოთ მის მიერ წარმოქმნილი მარტვივი ნივთიერების ფორმულა. წყალბადი აღინიშნება H-ით იგი შედგება წყალბადის ორი ატომისაგან. ამიტომ მისი ქიმიური ფორმულა ჩაიწერება ასე H2 (იკითხება: აშ-ორი) ასევეა მარტივი ნივთიერების ჟანგბადის ქიმიური ფორმულა O2 (იკითხება: ო-ორი)

 

რიცხვი, რომელიც იწერება ქიმიური ელემენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში, განსაზღვრავს მოლეკულაში ატომთა რაოდენობას და მას ინდექსი ეწოდება.

 

ქიმიური ფორმულის საშუალებით ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ რთული ნივთიერების ფორმულა. მაგალითად, წყლის მოლეკულა შედგება, წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისგან, წყლის ფორმულა კი ჩაიწერება ასე 2H+O= H20 (იკითხება: აშ-ორი-ო).

 

უფრო რთული შედგენილობისაა გოგირდმჟავას მოლეკულა H2SO4 (იკითხება: აშ-ორი-ეს-ო-ოთხი).
ინდექსის გარდა ქიმიაში არსებობს კოეფიციენტი, რომელიც იწერება ქიმიური ფორმულის წინ და გვიჩვენებს მოლეკულათა ან ატომთა რიცხვს. მაგალითად, 2H-წყალბადის ორი ატომი 2H2-წყალბადის ორი მოლეკულა 4H2O-წყალბადის ოთხი მოლეკულა