როგორ მოვამზადოთ ნაყინი (ტუტი–ფურტი) - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ნაყინი (ტუტი–ფურტი)

 

ავიღოთ ჯამი და შიგნით კვერცხის გულთან ერთად შაქარი ავთქვიფოთ, სანამ გოგლიმოგლს არ დაემსგავსება. დავუმატოთ რძე და ვანილი. დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება თან ვურიოთ.

 

მომზადებული კვერცხის მასა კარგად გავაგრილოთ. შევათქვიფოთ ათქვეფილი ნაღები, ავურიოთ ხილი ან ცუკატები და ნიგოზი, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. 4 საათის განმავლობაში 2–3 ჯერ გამოვიღოთ ნაყინი და გავთქვიფოთ, შემდეგ კი შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.