როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა (ხალხური მეთოდი) - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა (ხალხური მეთოდი)

 

თმის ცვენის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალების დასამზადებლად საჭიროა: 1 ს.კ აბუსალათინის ზეთი, 1 ამპულა, D ვიტამინი, ორი კვერცხის გული.

 

1ს.კ აბუსალათინის ზეთს შევურიოთ 1 ამპულა D ვიტამინი და შევიზილოთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გავიმეოროთ ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში.

 

მეოთხე დღეს დავიბანოთ თავი კვერცხის გულით. ორი კვერცხის გული საკმარისია თავის დასაბანად.

 

ერთი დღის შემდეგ პროცედურას იმეორებენ ხელახლა. ხშირად სამი პროცედურის შემდეგ თმები ხშირდება, ხოლო თმის ძირები მაგრდება.