სამსახური და კარიერა

საოფისე უნარჩვევები

როგორ დავწეროთ განცხადება

ავტორი: საბა მდივნიშვილი

განცხადება არის დოკუმენტებს შორის ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე ხშირად გამოყენებადი. მისი დაწერის დროს საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესის, გრამატიკის და აზრის განვითარების თანმიმდევრობის დაცვა.

 

საფეხურები

  1. 1 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
    ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
    ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
    გ) მოთხოვნას;
    დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
    ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
  2. 2

    2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
  3. 3 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 78)