როგორ დავიცვათ ჰიგიენა მენსტურაციის პერიოდში - rogor.ge

როგორ დავიცვათ ჰიგიენა მენსტურაციის პერიოდში

 

მენსტრუაციის დროს აუცილებელია ქალმა გარეთა სასქესო ორგანოები ჩაიბანოს თბილი წყლის ნაკადითა და საპნით. ჩაბანა საჭიროა წინიდან უკან და არა პირიქით, რათა უკანა ტანიდან არ დაინფიცირდეს გარეთა სასქესო ორგანოები. ჩაბანის წინ ქალმა ხელები უნდა დაიბანოს ჯაგრისით და საპნით. მას ფრჩხილები მოკლედ უნდა ქონდეს მოჭრილი. თუ ქალი თვიურის დროს არ ჩაიბანს, მენსტრუალური სისხლი დარჩება გარეთა სასქესო ორგანოების არეში, თმით დაფარულ ნაწილში, კანის ნაოჭებს შორის და თეთრეულზე, იქ გაიხრწნება და ხელს შეუწყობს სასქესო ორგანოების ანთების განვითარებას. ამ დროს აღინიშნება ცუდი შემაწუხებელი სუნი.

 

თვიურის დროს ქალმა შხაპის ქვეშ უნდა დაიბანოს ტანი და ხშირად გამოიცვალოს თეთრეული. აბაზანის მიღება მიზანშეწონილი არ არის. საშოში შესხურება, ზღვაში, ტბაში და მდინარეში ბანაობა არ შეიძლება.

 

ზოგიერთი ქალი თვიურის დროს სასქესო ბაგეებს შორის ღრმად იდებს ბამბას რაც დაუშვებელია. ამით ფერხდება მენსტრუალური სისხლის გარეთ გამოსვლა. თვიურის დროს ქალმა უნდა ისარგებლოს ე.წ. მენსტრუალური არტახით, რომლის შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.

 

ცივ ამინდში მენსტრუაციის დროს ქალი უნდა მოერიდოს გაცივებას (განსაკუთრებით მუცლისა და ფეხების გაცივებას), დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოები მტვრისგან.

 

მენსტრუაციის დროს ქალმა არ უნდა ჭამოს ცხარე საჭმელი. არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება, რათა სისხლის მიმოქცევა და შესაბამისად, საშვილოსნოდან სისხდლება არ გაძლიერდეს.

 

ჯანმრთელ ქალს თვიურის დროს შეუძლია შეასრულოს ჩვეულებრივი სამუშაო და ზოგიერთი ფიზიკური ვარჯიშიც კი. ამ დროს არ შეიძლება ცხენით ჯირითი, ველოსიპედით გასეირნება და სირბილი.

 

თვიურის დროს სქესობრივი კავშირი დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოებისკენ სისხლის მიწოლა და საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენა. გარდა ამისა სასქესო ორგანოებში შეიძლება შეიჭრას მიკრობები და განვითარდეს ანთება.

 

მენსტრუაციის მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ამიტომ თვიურის მოშლის ყველა შემთხვევაში ქალმა უნდა მიმართოს ექიმს. ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს მენსტრუაციის დროულად მოსვლას და მიმდინარეობას. ქალი, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, უნდა იწერდეს ყველა მენსტრუაციის დაწყებისა და დამთავრების თარიღს.