ჯანმრთელობა

დიეტა და ცხოვრების სტილი

როგორ ვიკვებოთ თანამედროვედ და ჯანმთელად

როგორ ვიკვებოთ თანამედროვედ და ჯანმთელად

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყველა ჩვენთაგანი ვახარებთ დროდადრო თავს დიდი და კალორიული პიცით ან შოკოლადით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ჯანმრთელი დიეტის დარღვევას. უბრალოდ დაიცავით, რამოდენიმე წესი, და თქვენ ზოგჯერ შეძლებთ საკუთარ თავს ნება მისცეთ გამორჩეულად გემრიელი რამ შეჭამოთ.

 

საფეხურები

  1. 1 ხილი და ბოსტნეული
    ხილს და ბოსტნეულს უკავია უდიდესი როლი, მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში, მაგრამ რთულია ყურადღება მივაქციოთ, რომ ოჯახის წევრებმა მიიღონ თავისი 5 საჭირო პორცია ხილის და ბოსტნეულის სახით. ჩუმად ჩაამატეთ მათი რაციონის ხილი და ბოსტნეული საჭმელში. მაგალითად, სპაგეტი ტომატის სოუსში, ხილის წვენის ერთი ბოთლი, პიცა ანანასის ნაჭრებით_ ეს ყველაფერი ითვლება ერთ პორციად.
  2. 2 შეარჩიეთ სწორი პეჩენია
    საშუალოდ ჩვენ ვჭამთ 11 კგ პეჩენიას წელიწადში - ეს დაახლოებით 55 შეკვრაა! თუ თქვენ არ შეგიძლიათ მათზე უარის თქმა, შეარჩიეთ დაბალკალორიული პეჩენია.
  3. 3 წახემსების 200 კალორია
    ეს შეიძლება მიირთვათ პატარა ჩიპსის შეკვრა, სანამ თქვენ სადილს ამზადებთ. მაგრამ თუ თქვენ ზოგჯერ ნაკლებ კალორიან საჭმელს შეჭამთ, ვიდრე დაგეგმილია და დაიტოვებთ რამოდენიმე ზედმეტ კალორიას, ყველა ეს დაუგეგმავი წახემსება არ მოიტანს დიდ ზიანს. მაგალითად, გამოიყენეთ დაბალ კალორიული მარგარინი, და არა ზეთი, შეჭამეთ ხილი დესერტზე, რამე ცხიმიანის ნაცვლად და ა.შ.
  4. 4 ყურადღება გაამახვილეთ საჭმელზე
    პიტ კოენი, რომელმაც შექმნა მოტივაციური დაკლების საშუალება, ამტკიცებს, რომ ჭამის დროს არასდროს არ უნდა ვიკითხოთ, ვუყუროთ ტელევიზორს, ვლაპარაკობდეთ ან ვმუშაობდეთ. თქვენ ყურადღებას უყრით იმას რასაც აკეთებთ და საჭმელი მეორე ფლანგზე გადაინაცვლებს. და შეუმჩნევლად თქვენ იმაზე მეტს შეჭამთ ვიდრე საჭიროა, აგრეთვე ვერ დააგემოვნებთ საჭმელს და დარჩებით მშიერი და უკმაყოფილო.
  5. 5 მიიღეთ მულტივიტამინები
    სულ უფრო და უფრო მეტი გამოკვლევა ამტკიცებს ვიტამინების სარგებლობას- იმ ხალხისთვისაც კი ვინც ბალანსირებუილ დიეტას იცავს. დილით ერთი ტაბლეტი არაფერს გვავნებს, მაგრამ შემდეგ თქვენ იქნებით მშივიდად თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ნორმალურად ჭამოთ დღის განმავლობაში. კანადურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხალხი რომელიც რეგულარულად იღებს მულტი ვიტამინებს, იმუნური სისტემა ბევრად უფრო ძლიერი აქვთ და უკეთესად უმკლავდებიან გრიპებს.
  6. 6 ტკბილი ცხოვრება
    ანა დე ლოი, ედინბურგის კოლეჯის პროფესორი, დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა სხვადასხვა სახის დიეტებს, და გაარკვია, რომ დიეტები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას მივირთვათ ტკბილი არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ძლიერ მკაცრი დიეტები, და თან ისინი უფრო სასიამოვნოა და ბევრად ადვილი დასაცველად. ბევრი ტკბილეული არ შეიცავს ბევრ ცხიმს.
  7. 7 ნახშირწყლები
    ჭამეთ ბევრი პროდუქტი, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს (მაკარონი, გერკულესი, ხილი). გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით, ასტიმულირებენ ინსულინს, გორმონს, რომელიც გვეხმარება შევამციროთ ცხიმი ორგანიზმში და აქრობენ დიაბეტს.
  8. 8 გადაჭრილი პორციები
    არ მიირთვათ დიდი პორციები- არ არის საჭირო ჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გინდათ. საუკეთესო გზა შევამციროთ პორციები- ვხარჯოთ მაღაზიაში იმდენივე ფული, როგორც ყოველთვის, მაგრამ ვიყიდოთ უფრო ხარისხიანი საკვები., რომლებიც ხშირ შემთხვევაში უფრო ძვირია. მაგალითად, იყიდეთ პატარა ხარისხიანი ხორცის ნაჭერი, ვიდრე 4 ცხიმიანი სოსისი. ან გამოიყენეთ პატრა თეფშები, რომელზეც პატარა პორციაც კი დიდად მოგეჩვენებათ.
  9. 9 შეარჩიეთ სწორი ნახევარფაბრიკატები
    დღესდღეობით ნახევარფაბრიკატების უდიდესი არჩევანია, რომლებსაც მხოლოდ გაცხელება სჭირდება სახლში. ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია ეტიკეტზე და აირჩიეთ ნაკლებად ცხმიანი და კალორიული პროდუქტი. ორიენტაცია გაუკეთეთ შემდეგს:
    20 გრ ნაკლები ცხიმი.
    5 გრ ნაკლები სატურირებული ცხიმი.
    400 კილოკალორიაზე ნაკლები (ამას მიაქციეთ ყურადღება, თუ დიეტას იცავთ)
    ნაკლებად მარილიანი. ქალებისთვის რეკომენდირებულაი დღეში ჭამონ არაუმეტეს 5 გრ მარილი
  10. 10 იყიდეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა
    დაიწყეთ პროდუქტების ყიდვის სწორი პოლიტიკა, და ჯანმრთელი ცხოვრების წესი გარანტირებული გექნებათ. ორი მესამედი უნდა იყოს მცენარეული საკვები (ერთი მესამედი- ბოსტნეული და ხილი, მეორე მესამედი პური, მაკარონი, ბრინჯი და კარტოფილი). ბოლო მესამედი უნდა იყოს ხორცი, თევზი და დაბალკალორიული რძის პროდუქტები.