კანონი და სამართალი

თქვენი უფლებები

როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილიში

როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილიში

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

თუ გსურთ თბილისში მშენებლობის დაწყება, მაშინ უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - თბილისის არქიტექტურის სამსახურს. მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს სამ ეტაპს.

 

საფეხურები

  1. 1 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა (გაპი)
    პირველი ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 15 სამუშაო დღეს და მიიღებთ ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ადმინისტრაციულ აქტს.
    თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
    1.განცხადება, სადაც მითითებულია რა ფუნქციის შენობის მშენებლობას აპირებთ;
    2.ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ- ფართობი, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე;
    3.სიტუაციური გეგმა ან აეროფოტო გადაღება, მასშტაბით 1:2000;
    4.ტოპოგრაფიული რუკა, მასშტაბით 1:500;
    5.არსებული სიტვაციის ამსახველი ფოტომასალა.
  2. 2 პროექტის შეთანხმება
    მეორე ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 20 სამუშაო დღეს და მიიღებთ პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციულ აქტს.
    თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
    1.განცხადება პროექტის შეღანხმების მოთხოვნით;
    2.მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა ან გეგმა;
    3.ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტები;
    4.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი.
  3. 3 მშენებლობის ნებართვის გაცემა
    მესამე ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 10 სამუშაო დღეს და მიიღებთ მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციულ აქტს.
    თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
    1.განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
    2.მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
    3.საინფორმაციო დაფის (ბანერი) ფოტო სურათი;
    4.მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი;
    5.ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტები;
    6.პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტები;
    7.შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი;
    8.მშენებლობის ორგანიზების პროექტი.

გაფრთხილებები

  • დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი გააკეთონ თითოეულ ეტაპზე სათითაოდ, სამივე ეტაპზე ერთად ან მეორე და მესამე ეტაპებზე ერთად.
  • თითოეულ ეტაპის საქმის წარმოების ვადებთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახურის გთავაზობთ დაჩქარებულ მომსახურებას. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  • თბილისის მერია სსიპ-თბილისის არქიტექტურის სამსახური
  • ვებ-გვერდი: architect.tbilisi.gov.ge
  • ელ-ფოსტა: architect@tbilisi.gov.ge