როგორ გამოვაცხოთ ტორტი - rogor.ge

როგორ გამოვაცხოთ ტორტი

 

მოამზადეთ ცომი ბისკვიტური ტორტის გამოცხობისათვის. ამისათვის ათქვიფეთ მიქსერით 3 კვერცხი, 3/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი. ათქვეფის დროს მასა უნდა გაიზარდოს 2-3 ჯერ, შაქარი კი ბოლომდე გაიხსნას.

 

გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა ზმარში და დაამატეთ ეს ცომში . ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად. ბისკვიტის გამოცხობის დროს სოდის ჩანაცვლება შეიძლება იგივე რაოდენობის ცომის გამაფხვიერებელ ფხვნილში, მისი ფქვილში შერევით.

 

აურიეთ კვერცხის და შაქრის მასაში, ერთი ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი.

 

გადააფარეთ საცხობი უჯრა საცხობი ქაღალდით, დაასხით მასზე ცომი .

 

გამოაცხვეთ 180°-მდე გახურებულ ღუმელში, იქამდე სანამ არ მიიღებთ ოქროსფერ შეფერილობას.

 

მზა ბესკვიტის ტორტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დატოვეთ გასაგრილებლად.

 

გამოაცხეთ ორი ბესკვიტის ფენა.

 

მოამზადეთ კრემი. ამისათვის კარგად გადაურიეთ ერთმანეთში 350გ ნაღების კარაქი ("სგუშონკა") 1 ქილა შედედებულ რძესთან იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.

 

1 ბანანი და 1 კივი გაასუფთავეთ და დაჭერით 0.5 სმ სისქის ნაჭრებად.

 

დაასველეთ ბესკვიტის ფენები კენკრის წვენით. წვენი გაანაწილეთ ბესკვიტის ყველა ფენაზე თანაბრად, მაგრამ ეცადეთ არ მოგივიდეთ ბევრი.

 

დადეთ პირველი ფენა თეფშზე, წაუსვით კრემი. კრემზე დადეთ ხილი, ერთი სახეობის ან სხვადასხვა.

 

ტორტის პირველ ფენას დაადეთ მეორე პატარა დაწოლით და წაუსვით კრემი, გაალამაზეთ ხილით.

 

ტორტის ფენას დაადეთ მესამე ფენა ასევე წაუსვით კრემი ზევით და გვერდებზე. საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით წაუსვით კრემი ზედა მხარეს სხვადასხვა ორნამეტები. გაფცქვნილი ბანანი და კივი დაჭერით და დაამშვენეთ ამით ტორტი.

 

ტორტი სუფრაზე მიართვით ჩაისთან, ყავასთან, წვენთან და სხვა სასმელებთან ერთად - თქვენი გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვით!