როგორ ავირჩიოთ იოგის სახეობა - rogor.ge

როგორ ავირჩიოთ იოგის სახეობა

 

ხათხა-იოგა დაკავდით ხათხა-იოგით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანია სიმშვიდის, ჰარმონიის მიღწევა, ენერგიის მიღება გარემომცველი სამყაროდან. იოგის ამ სახეობას უწოდებენ კლასიკურს. მასში შედის სტატიკური პოზები - ასანები, პრანაიამები (სუნთქვითი ვარჯიშები), მედიტაციური პრაქტიკები.

 

კუნდალინი-იოგა იოგის ამ სახეობის მიზანია კუნდალინის მძინარე ენერგიის გამოღვიძება. ეს მეთოდი განკუთვნილია ჯანმრთელი ადამიანებისათვის, რადგან ზოგიერთი ასანების შესრულება საკმაოდ რთულია, ზოგიერთი პოზის შენარჩუნება შედეგის მისაღებად საჭირო დროის განმავლობაში კი კიდევ უფრო რთული.

 

აშტანგა-იოგა თუ თქვენ ხართ მოუსვენარი, მოძრავი ადამიანი, მაშინ აშტანგა-იოგა სწორედ თქვენთვისაა მოგონილი. ამ მიმართულებისათვის დამახასიათებელია პოზების ხშირი ცვლა, მაღალი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას მოითხოვს.

 

აიენგარა-იოგა უპირატესობა მიანიჭეთ ამ მიმართულებას, იმ შემთხვევაში, თუ არც თუ ისე მოძრავი ადამიანი ბრძანდებით. აიენგარა-იოგა ეს არის ნელა და скрупулезно შესასრულებელი ასანების სისტემა. პოზები არ არის რთული და ამიტომაც მისი შესრულება შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანს.

 

ვინი-იოგა თუ გჭირდებათ ფიზიკური ტრავმისაგან განკურნება, მაშინ ეს მიმართულება საუკეთესო არჩევნად შეიძლება ჩაითვალოს. შესასრულებელი პოზების სისწორეს მსხვერპლად ეწირება კომფორტის გრძნობა. ვინი-იოგა პრაქტიკის ყველაზე ლმობიერი სახეობაა, ხასიათდება იმით, რომ თვითონ პრაქტიკა ორიენტირდება შემსრულებელზე და არა პირიქით.

 

ივარჯიშეთ რეგულარულად, საშუალების შემთხვევაში ყოველდღიურად 1-1.5 საათის განმავლობაში. სასწაულმოქმედი შედეგის მიღება მხოლოდ რეგულარული ვარჯიშის საშუალებითაა შესაძლებელი. თუ არ შეგიძლიათ იოგის სისტემატიურად პრაქტიკის საშუალება, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ ფიზიკური დატვირთვის ნაკლებად მომთხოვნი სახეობა, იქნება ეს: შეიპინგი, აერობიკა, ფილატესი თუ სხვა.