როგორ შევარჩიოთ სასმელი წყალი (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ სასმელი წყალი (ზოგადი რჩევები)

 

პირველ რიგში წყლის შერჩევა დაიწყეთ იარლიყით, რადგან მასშია ინფორმაცია თუ რა არის ბოთლში. თუ იარლიყი გაცვეთილია ან გახუნებულია ან ცუდათ არის დაკრული, დარწმუნებული იყავით, რომ წყალიც იგივე ხარისხის იქნება.

 

სასმელ წყალში შედის: მინერალური, არტეზიული, გაწმენდილი, გაზიანი წყლები. თუ იარლიყზე აღნიშნულია, რომ წყალი ხელოვნურად არის მინერალიზირებული, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი წყალი ხელოვნურად არის გაწმენდილი რამოდენინე ეტაპით. მრავალჯერადი ფილტრაცია ასუფთავებს არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ნივთიერებებსაც. ამიტომაც მასში ხელოვნურად დამატებულია სხვადასხვა მინერალები და მარილები. ასეთი წყალი ხარისხიანია, მაგრამ ორგანიზმი ცუდად აღიქვამს მას.

 

ყურადღება მიაქციეთ წყლის შენახვის ვადას. პლასტმასის ბოთლებში მისი შენახვა წელიწად ნახევარზე მეტი არ შეიძლება, ხოლო მინის ორ წელზე მეტი.

 

შეხედეთ, რომ იარლიყზე იყოს მითითებული მისამართი, ტელეფინის ნომერი, დამზადების ადგილ მდებარეობა. ეს ინფორმაცია ძალიან საჭიროა სამომავლოდ თქვენი უფლებების დაცვაში.

 

გარდა ამისა იარლიყზე უნდა იყოს მითითებული მინიშნება იმაზე, რომ წყალი დამზადებულია (ტექნიკური პირობების) დაცვით. სერტიფიცირება დადასტურებულია სპეციალური ხატულათი. ყურადღება მიაქციეთ ნორმატიულ წარწერას, რომელსაც შეესაბამება წყალი.

 

შეხედეთ წყლის ფერს. თუ ის მუქი ფერისაა და ფსკერზე ნალექია, ეს პირველი დარღვევაა დამზადების წესის ან არასწორი შენახვა.

 

ნუ იყიდით სასმელ წყალს მაღალი რისკის ადგილებში, საეჭვო მაღაზიებში, საეჭვო შენახვის ადგილიდან და ა.შ. უარი თქვით თქვენთვის უცნობი მარკის წყლის ყიდვაში, რომელსაც აქვს ძალზედ დაბალი ფასი, რომელზეც ცუდად არის აღნიშნული იარლიყი ან საერთოდ არ ჩანს