როგორ დავიკმაყოფილოთ წყურვილი - rogor.ge

როგორ დავიკმაყოფილოთ წყურვილი

 

დალიეთ წყალი-ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი წყურვილთან საბრძოლველად, რომელსაც სწრაფან შეუძლია აღადგინოს დაკარგული სითხე ორგანიზმიდან. ორგანიზმიდან ოფლთან ერთად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მარილი ამიტომ მინერალური წყალი იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. გონიერად არის საჭირო მისი არჩევა და მოხმარება. ყურადღებით დახედეთ ბოთლს, რომელი მინერალური წყლისგან არის დამზადებული და ამით გავიგებთ რამდენად ბუნებრივია ეს მინერალური წყალი. მინერალური წყლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება გმაოიწვიოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგი.

 

დალიეთ ჩაი, ჩაის შეუძლია სწრაფად და ეფექტურად ჩააქროს წყლის წყურვილი. ორგანიზმის წყლის ბალანსის აღდგენით. შავ ჩაი ასევე გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი კოფეინის გამო, მწვანე ჩაი კი დაგიცავთ ულტრა იისფერი გამოსხივებისგან. ვიტამინების შემცველობა მწვანე ჩაიში დადებითად ზემოქმედებს სისხლძარღვებზე. მისი თბილ სახით გამოყენება ამცირებს სხეულის ტემფერატურას ერთი გრადუსით. დაამატეთ ლიმონის ნაჭერი და გამაგრილებელი ეფექტი იქნება გასაოცარი. არ ეცადოთ ცხელ ჩაიში დაამატოთ ყინული გაციების მიზნით, ამით თქვენ გააფუჭებთ ჩაის გემოს, ცივი ჩაი მოამზადეთ შემდეგნაირად: აადუღეთ ორჯერ უფრო ძლიერი, დაამატეთ ლიმონი და შაქარი გემოვნებით, გაავსეთ ჭიქა ნახევარზე, მეორე ნახევარი კი გაავსეთ ყინულით, ასეთი სასმელი გაგაგრილებთ და რაც მთავარია დაგიკმაყოფილებთ წყურვილს დიდი ხნით.

 

დალიეთ ფერმენტირებული რძის პროდუქტები, კეფირი, არაჟანი, იოგურტი,მაწონი, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს, რომელიც არა მარტო დაგიგმაყოფილებთ წყურვილს არამედ აღადგენს კუჭნაწლავის მიკლოფლორას. რძის ფროდუქტებიდან აირჩიეთ ნაკლები ცხიმის შემადგენლობით.

 

ჭამეთ ხილი და ბოსტნეული, ისინი დაგეხმარებიან მიიღოთ სითხე ყველაზე ბუნებრივი გზით, მოგიმატებენ ენერგიას რადგან მათში არის დიდი რაოდენობით ვიტამინები. ხილი და ბოსტნეული არის საუკეთესო საჭმელი სიცხეში, როდესაც ორგანიზმს უჭირს შეეგუოს ნებისმიერ საჭმელს. გახსოვდეთ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია თვითნებურად აღადგინოს სითხის ნაკლებობა,მთავარია ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით.