როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა

 

როგორ დავეხმაროთ 1) ჩასაცმელად დრო მიეცით. თუ არ გეჩქარებათ, მისი ნელი მოძრაობა ნუ გაგაღიზიანებთ. 2) ტანსაცმელი იმ თანმიმდევრობით დაუწყეთ, რომელი თანმიმდევრობითაც უნდა ჩაიცვას. 3) ელასტიკური სათავის მქონე შარვლები და ქვედაკაბები იყიდეთ. სკოლამდელი ასაკის ბიჭუნას ელვა- შესაკრავიან შარვალს ნუ ჩააცმევთ. შემთხვევით სასქესო ასო არ მოიყოლოს. 4) მოსახერხებელია დიდ ღილებიანი ტანსაცმელი. ასევე ისეთი, ტანსაცმელი რომელსაც ფხრიწიანი შესაკრავი აქვს. 5) ასწავლეთ ღილები ქვემოდან ზემოთ შეიკრას. 6) აარჩევინეთ '' საყვარელი ფეხი'' და მერე მისი შესაბამისი ფეხსაცმელი დაუნიშნეთ, რათა მარჯვენა და მარცხენა სწორად ჩაიცვას. 7) როცა ჩაცმისას დახმარება დასჭირდება, თამაშ-თამაშით გადააცვით თავზე ტანსაცმელი. როცა შაიცვამს, ერთხანს ნუ გახდით, თუნდაც აჩაჩულ-დაჩაჩული იყოს.

 

როგორი ფეხსაცმელი ვუყიდოთ გამოდგება ნებისმიერი ტყავისა თუ ტილოს ფეხსაცმელი, თუკი ბავშვს ტერფი სათანადოდ გაუზომეთ და ფეხსაცმელი ზუსტად ერგება. არ არსებობს ნახევარ ზომის ჩექმები, არადა სველ ამინდში სასიარულოდ აუცილებლად დაგჭირდებათ. ამიტომ დიდი ზომისა იყიდეთ და შიგნით რამე ჩაუფინეთ. ერიდეთ პლასტმასის ფეხსაცმელს. პლასტმასი ტყავივით როდი იღებს ბავშვის ფეხის ფორმას, პირიქით ბავშვის ფეხი იღებს ფეხსაცმლის ფორმას და მახინჯდება.