ჯანმრთელობა

ახალშობილების მოვლა

როგორ მოვამზადოთ ბავშვის საკვები

ავტორი: თაკო კარკალაია

პირველი კვირების განმავლობაში მზა საკვების მარაგი მაცივარში უნდა იქონიოთ, რათა ბავშვი მოშივებისთანავე გამოკვებოთ. სანამ ბავშვი 1 წლის არ გახდება, დედის რძის შემცვლელი ხელოვნური ნარევი უნდა მისცეთ, რომელიც ძროხის რძის საფუძველზეა დამზადებული. საკვების შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ. თუ ბავშვს საკვებს შეუცვლით, ამან შეიძლება საჭმლის მონელებისა და ნაწლავთა მოქმედების პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ექიმის რჩევის გარეშე ამ ნაბიჯს ნუ გადადგამთ. ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ძროხის რძე არ დაალევინოთ.

 

საფეხურები

  1. 1 საკვების მომზადება ფხვნილისგან
    ბავშვის საკვები ძირითადად ფხვნილის და თუნუქის, კოლოფებით იყიდება. ფხვნილი საჭიროებისამებრ უნდა გააზავოთ. კოლოფზე მოცემულია მითითება, თუ რამდენი კოვზი ფხვნილი უნდა გახსნათ შესაბამისი რაოდენობის წყალში. მითითებული პროპორციები ზუსტად უნდა დაიცვათ. ნუ აიღებთ ზედმეტ ფხვნილს. ზედმეტად კონცენტრირებული საკვები სახიფათოა, ბავშვმა შეიძლება წონაში მოიმატოს და თირკმელებიც დაუზიანდეს; ნაკლები ფხვნილის აღებისას კი ბავშვი საჭიროზე ცოტას მოიმატებს. თუ საკვები სათანადოდ არის მომზადებული, ბავშვს შეუძლია ყოველ კვებაზე იმდენი მიიღოს, რამდენიც სურს. ბავშვის საკვებისათვის მუდამ ახალი, ცივი, ონკანის წყალი გამოიყენეთ და მხოლოდ ერთხელ აადუღეთ. ზოგიერთი სახის წყალი საერთოდ არ უნდა იხმაროთ, მაგალითად:
    1) რამდენჯერმე წამოდუღებული ან ჩაიდანში ნადგომი წყალი;
    2)წყლის დამარბილებიანი ონკანიდან გადმოსული წყალი - ნატრიუმმა (მარილმა) შეიძლება ბავშვს თირკმელები დაუზიანოს;
    3)წყლის ფილტრიანი ონკანიდან გადმოსული წყალი - ასეთ ფილტრატში შესაძლოა ბაქტერიები დაგროვდეს;
    4) მინერალური წყალი - ნატრიუმი და მინერალები შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს. ბავშვის საკვების მომზადება ორნაირად შეიძლება: ფხვნილი ან პირდაპირ ბოთლში გააზავეთ ან ჯერ - ტოლჩაში. თუ ჩასადგმელ დისკიან ბოთლებს ხმარობთ, ტოლჩაში გაზავების მეთოდი გამოიყენეთ.
  2. 2 მზა ნარევი
    ჩვილისთვის განკუთვნილი რძე ზოგჯერ უკვე მზა სახით იყიდება 250 მლ-იანი ჰერმეტული მუყაოს კოლოფებით. მას წყლის დამატება აღარ სჭირდება. ბავშვის ასეთი ნარევით კვება ძალიან გაგიიოლებთ საქმეს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ. მუყაოს კოლოფში ჩასხმული რძე პასტერიზებულია. გაუხსნელი კოლოფები გრილ ადგილას შეინახეთ და შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ნუ გამოიყენებთ. გახსნილი რძე მაცივარში 24 საათის განმავლობაში შეინახეთ სტერილური, თავდახურული ბოთლით ან თავისივე პაკეტით. უფრო საიმედოა, მაშინ გადმოასხათ რძე, როცა ბავშვს მოშივდება, ხოლო რასაც არ დალევს - გადაღვაროთ.
  3. 3 რა რაოდენობის საკვები შეიძლება მოუნდეს ბავშვს
    ბავშვის მადა დღითიდღე იცვლება. პირველი კვირების განმავლობაში ექვსი ბოთლიდან თითოეულში 100 მლ საკვები ჩაასხით და ნახეთ, შეესაბამება თუ არა ეს რაოდენობა ბავშვის მადას. თუ კვების დასასრულს კიდევ მოუნდება ჭამა და ის იტირებს, კვების დოზა გაზარდეთ. ექვსი თვის ასაკისათვის დაახლოებით 200 მლ-მდე ახვალთ. თქვენს ბავშვს ყოველ 24 საათში სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დაახლოებით 150 მლ რძე სჭირდება.
  4. 4 საკვების მომზადება ბოთლში
    1) დაიბანეთ ხელები. გასტერილებულ ჭურჭელს მდუღარე წყალი გადაავლეთ. შემდეგ დასაწრეტად სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ. გაამშრალეთ მხოლოდ დანა.
    2) აადუღეთ წყალი და ბოთლები საჭირო დონემდე შეავსეთ. დააცადეთ, ოდნავ შეგრილდეს.
    3) ფქვილის კოლოფიდან ასარწყავი კოვზით ფხვნილი ამოიღეთ. ყოველი ამოღებისას კოვზს დანის წვერი გადაუსვით: კოვზი არც ზედმეტად გაავსოთ და არც ჩატკეპნოთ ფხვნილი.
  5. 5 საკვების მომზადება ტოლჩაში
    1) ჭურჭელს მდუღარე წყალი გადაავლეთ და დაწრიტეთ, დანა ქაღალდის პირსახოცით შეამშრალეთ.
    2) აადუღეთ ონკანის წყალი. ტოლჩა ზუსტად ზომაზე აავსეთ. ასარწყავი კოვზით კოლოფიდან ფხვნილი ამოიღეთ და დანის ზურგით გადაასწორეთ. კოვზი არც გადაავსოთ და არც ჩატკეპნოთ ფხვნილი.
    3) ტოლჩაში ჩაყარეთ იმდენი კოვზი ფხვნილი, რამდენიც მოცემული რაოდენობის წყლისთვისაა რეკომენდებული.
    4) კარგად მოურიეთ გასტერილებული კოვზით, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება-ცხელი წყალი მალე გახსნის ფხვნილს.
    5) სითხე გასტერილებული ძაბრით ჩაასხით ბოთლებში. საწოვარა თავქვე ჩადეთ. თუ საწოვარა რძეს ეხება, ცოტა გადაღვარეთ, შემდეგ დისკო დაახურეთ და რგოლი მოუჭირეთ. ტოლჩაში იმდენჯერ გაამზადეთ სითხე, რამდენჯერაც საჭიროა და სხვა ბოთლებიც პირველის მსგავსად აავსეთ.