როგორ შევუცვალოთ მანქანას საბურავი - rogor.ge

როგორ შევუცვალოთ მანქანას საბურავი

 

ჩააქრეთ მანქანა და გადართეთ პირველ სიჩქარეში. ამოწიეთ ხელის ტორმუზი. საპირისპრო მხრიდან შეუცურეთ მანქანის ამწმე (დანგრატი).

 

ამოიღეთ სათადარიგო საბურავი (ზაპასკა) და დადეთ მიწაზე. შემდეგ სპეციალური "კლუჩით" მოხსენით სამაგრები "გაიკები" ამისათვის დაგჭირდებათ ძალა და სხეულის მასა.

 

აწიეთ მანქანა დანგრატის საშუალებით მაღლა ისე, რომ გამოსაცვლელი ბორბალი ასცილდეს მიწას ცოტათი. მანქანა ასწიეთ ნელ-ნელა.

 

საბოლოოდ მოხსენით "გაიკები" კლუჩის გამოყნებით, გამოაცურეთ ნელა გამოსაცვლელი ბორბალი და დადეთ ძირს.

 

მიუყენეთ სათადარიგო ბორბალი, დააფიქსირეთ ბოლომდე და დაუყენეთ "ბოლტები" ჯერ ხელით.

 

დანგრატის გამოყენებით დაუშვით მანქანა ისევ მიწაზე და მაქსიმალურად ბოლომდე დაუჭირეთ "გაიკები" კლუჩით ისევ ისე, როგორც თავიდან ეყენა.

 

მოხსნილი საბურავი ჩადეთ სათადარიგოს ადგილას, შეიანხეთ ყველა ხელსაწყო რაც გამოიყენეთ და გააგრძელეთ გზა. ასევე თუ დაშვებული იყო ოდნავ სათადარიგო ბორბალი "ნასოსის" გამოყენებით დაბერეთ.