როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან

 

5 გრამი მიხაკი და ერთი ჭიქა წყალი 15 წუთი ადუღეთ. შემდეგ მიღებული სითხის 10 წვეთი ერთი სუფრის კოვზ ნებისმიერ ოდეკოლონთან შეაზავეთ და სხეულის ღია უბნებზე წაისვით. 2 საათი წყნარად იქნებით და არც ერთი კოღო არ მოგეკარებათ.

 

თუ სხეულის ღია უბნებზე აბზინდას ნახარშს წაისვამთ, კოღო არ გაგეკარებათ. ნახარშის მოდუღება საკმაოდ იოლია - აბზინდას ფესვებს ნახევარი ლიტრი წყალი დაასხით. როდესაც განელდება, გამოიყენეთ.

 

თუ აგარაკზე მიდიხართ, ეზოში კოცონი დაანთეთ და ცეცხლში ნაძვისა და ფიჭვის გირჩები ჩაყარეთ. კოღოებს არ მოსწონთ ეს სურნელი და ახლოსაც არ გაგეკარებიან.

 

თუ კოღომ მაინც გიკბინათ ქავილს, რომელსაც კოღოს ნაკბენი იწვევს, საჭმლის სოდით დააღწევთ თავს (ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე), დაგეხმარებათ ასევე ნიშადურის სპირტი ან "მარგანცოვკის" სუსტი, ღია ვარდისფერი ნაზავი.