როგორ ჩავატაროთ დეზინფექცია ტუბერკულოზის დროს (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ ჩავატაროთ დეზინფექცია ტუბერკულოზის დროს (სახლის პირობებში)

 

პირველ რიგში, აუცილებელია ნახველის დეზინფექცია დუღილით. ნახველი საფურთხებელში ან რამე ჭურჭელში 2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატთან უნდა ადუღდეს, იდუღოს 15-20 წუთის განმავლობაში. ნახველის ქიმიური დეზინფექციისათვის იხმარება ქროლამინის 5%-იანი ხსნარი 6-12 საატის განმავლობაში ან 2,5% აქტივირებული ქროლამინი 2საათის განმავლობაში. საჭიროა 1 ნაწილ ნახველზე აღებულ იქნეს 2 ნაწილი სადეზინფექციო ხსნარი. ნახველის დეზინფექციის მიზნით გამოიყენება აგრეთვე ქლორიანი კირი შემდეგი შეფარდებით: 100მლ ნახველი, 200მგ მშრალი ქლორიანი კირი. მათი ერთმანეთთან არევის შემდეგ დეზინფექცია 1 საათი გრძელდება.

 

სასადილო ჭურჭელს ადუღებენ წყალში ან 2%-იან ნატრიუმის ჰიდროკარბონატში 15-20 წუთის განმავლობაში, ან ტოვებენ 4 საათით ქლორამინის ხსნარში. ავადმყოფის დარჩენილი საჭმლის გაუვნებლება ხდება იმავე წესით-დახურულ ჭურჭელში დუღილით.

 

ავადმყოფის საცვალს, თეთრეულს ადუღებენ 15-20 წუთს თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ აკეთებენ დეზინფექციას 5%-იანი ქლორამინის ხსნარით 4 საათის განმავლობაში.

 

ტანსაცმელი და საწოლი ნივთები (ლეიბი, საბანი, ბალიში), რომლის გარეცხვა არ შეიძლება უნდა გამზეურდეს ცხელი უთოთი გაუთოვდეს, საბოლოო დეზინფექციის დროს კი სადეზინფექციო საკანში გატარდეს.

 

ოთახის, ბინის დალაგება საჭიროა ყოველდღიურად სველი მეთოდით, გამხმარი ნახველის ლაქები კი უნდა გაიწმინდოს 5%-იანი ქლორამინის ხსნარით.

 

წიგნები დამუშავდება მტვერსასრუტით, სველი ჩვრით ყოველ 5 დღეში ერთხელ, სათამაშოები ( ხის, ლითონის, რეზინის და სხვ.) ირეცხება ყოველდღიურად ჰიდროკარბონატის ნატრიუმის 2%-იან ხსნარში. რბილი ქსოვილიდან დამზადებული სათამაშოების ხმარება არ შეიძლება[./step]

 

ავადმყოფის სხვა განაყოფის (შრდი, განავალი) გაუნებლება ხდება მშრალი ქლორიანი კირით (1კგ-200გ), რომესაც დახურულ ჭურჭელში 2 საათით ტოვებენ.