როგორ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს - rogor.ge

როგორ და რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს

 

მოულოდნელობა როგორც პრაქტიკაში აღმოჩნდა, საჩუქარი კარგია, როდესაც ის არის აბსოლიტურად მოულოდნელი. თუ თქვენი საჩუქარი არის უნიკალური მაშინ ის შეიძლება გადავაქციოთ მინი დღესასწაულად, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი სიხარულით ილაპარაკებს მეგობრებთან. მაგალითი (ეკონომიური) : თქვენ გინდათ აჩუქოთ ერთი ცალი ვარდი. ა) სულ არ არის საჭირო, რომ ამისათვის ელოდოთ რამე დღესასწაულს. ბ) ორიგინალური იდეა, მოფიქრება ადვილია მთავარია ფანტაზია, სურვილი და ყველაფერი გამოგივათ. წინასწარ დაგეგმეთ ყველაფერი. იმისათვის, რომ ბანალური არ გახადოთ ვარდის ჩუქება შეიძლება უბრალოდ გააკეთოთ შემდეგი რამ, თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ. სეირნობისას სანამ წახვალთ იყიდეთ უბრალო პატარა ვაზა, შეიძინეთ მინერალური წყალი(გაზის გარეშე) და ვარდი, შეინახეთ ჩანთაში ან ცელოფანში, სიარულისას რათქმაუნდა დაინტერესდება ადამიანი თუ რა მოგაქვთ, თქვენს აჩუქეთ ვაზა, სასაცილოა ხო ? გაუხარდება, გეტყვით მადლობას. წყალზე ასევე უთხარით, რომ მოგწყუდათ, შემდეგ ამოიღეთ მინერალური წყალი ჩაასხით ვაზაში, ჩადეთ ვარდი შიგნით. გ) ასევე შეგიძლიათ ორიგინალობისათვის ინტერნეტში მოძებნოთ ვიდეოები, ან მეგობარს სთხოვოთ ვინმეს გასწავლოთ რამოდენიმე პატარა ხრიკი და ფოკუზი როგორიცაა " ვარდი არსაიდან" ლამაზად და ორიგინალურად, რომ შეძლოთ მისი გაჩენა. ფილმებშიც ბევრჯერ გექნებათ ნანახი ეფექტი მაგის. დ) თუ გინდათ, რომ მას აჩუქოთ ფუმფულა სათამაშო, გააკეთეთ ეს ორიგინალურად, ჩადეთ ის ცელოფანში ისე, რომ არ ჩანდეს და წაიღეთ როცა წახვალთ მის სანახავად. დადეთ გვერდძე როცა დაჯდებით, ის დანამდვილებით გკითხავთ თუ რა გაქვთ თან, უპასუხეთ იუმორით, რომ "ხომ გეუბნებოდი, რომ ხანდახან ჯადოქრობით ვარ დაკავებული" ამოიღეთ ჯადოსნური ფანქარი, საწერ კალამი ან თუნდაც მობილური "გაუჩინეთ მას კურდღელი ან რამე სხვა ფუმფულა სათამაშო" და ჰა ეს შენ ჯაროქრისგან... შეეცადეთ არ იყოთ მოსაბეზრებელი და ბანალური. ე) რაც ყველაზე მთავარია, არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც 14 თებერვალს, 8 მარტს აჩუქოთ საჩუქარი გოგოებს, ასევე გოგოებო არაა აუცილებელი 23 თებერვალს აჩუქოთ საყვარელ ბიჭებს საჩუქრები.

 

უბრალოდან ორიგინალურამდე ჩვეულებრი საჩუქარი შეიძლება გახადო ორიგინალური და უნიკალურიც კი, მაგალითად ისევე ავიღოთ ვარდი. აი მარტივი ორი ვარიანტი. : ა) ის შეიძლება გაყინოთ საყინულეში ლამაზად და აჩუქოთ ყინულში ჩადებული ფორმით. ბ) შეიძლება წაუსვათ ლაქი, ასევე შეიძლება დატოვოთ გალაქული ან ამოავლოთ შაქარში.

 

ასევე შეიძლება აჩუქოთ განსხვავებული ნივთები და განსხვავებული ცხოველები. შეიძლება აჩუქოთ პეპლები (არც ისე ძვირია როგორც ჩანს.) ასევე შეიძლება აჩუქოთ მოლუსკი (სპირტში) თუ მოინდომებთ და დაივლით საინტერესო მაღაძიებს ბევრი ორიგინალური რამის ნახვას შეძლებთ.

 

გააკეთეთ საჩუქარი თვითონ. სამომავლოდ აქ ამ საიტზე დავდებთ რამოდენიმე საინტესო რჩევას, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ხელით ორიგინალური და ლამაზი ნივთების გაკეთება რისი ჩუქებაც ძალიან გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს.