როგორ გავხსნათ ელექტრონული წიგნები - rogor.ge

როგორ გავხსნათ ელექტრონული წიგნები

 

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა დაადგინოთ მოცემული ელექტრონული წიგნი რა ფორმატისაა. ყველაზე გავრცელებულია PDF, Microsoft Word და Djvu ფორმატის წიგნები. თუ თქვენ ვერ ხვდებით, რომელ ფორმატშია მოცემული წიგნი და არც იმ ვებ-გვერდზე არ წერია მონაცემები საიდანაც ის გადმოწერეთ, მაშინ დააყენეთ სამივე პროგრამა ქვემოთ მოცემული და წიგნი აუცილებლად გაიხსნება.

 

ყველაზე ხშირად ელექტრონული წიგნები არის [u]Microsoft Word [/u] -ის ფორმატში, ამიტომ გადმოვიწეროთ შესაბამისი პატარა პროგრამა მაიქროსოფთის ოფიციალური საიტიდან რომელიც WORD Viewer-ის სახელით არის ცნობილი. გადმოწერის შემდეგ, გახსენით ორმაგი დაკლიკებით და დააინსტალირეთ NEXT ღილაკის გამოყენებით, ხოლო ბოლოში დააჭირეთ FINISH და გახსენით თქვენთვის საინტერესო წიგნი.

 

თუ ზემოთხსენებულმა ხერხმა არ გაამართლა გადმოვწეროთ პროგრამა Adobe Reader და დავაყენოთ. დაყენების მეთოდი მსგავსია როგორც [u]Microsoft Word [/u] -ის. დაყენების შემდეგ ნახეთ გაიხსნება თუ არა ელექტრონული წიგნი.

 

პრობლემის არ მოგვარების შემთხვევაში გადვმოწეროთ მესამე პროგრამა რომელიც Djvu ფორმატის წიგნების გახსნის საშუალებას მოგცემთ. ამის დაყენება ისეთივე ადვილია, როგორც წინა ორი პროგრამის. მისი დაყენების შემდეგ კი თქვენი ელექტორნული წიგნი აუცილებლად გაიხსნება.