როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მისი სიარულის მანერით
შეაფასეთ თუ რამდენად ჩქარა დადის ადამიანი. ჩქარი ნაბიჯით გამოირჩევიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ მოიქცნენ და გადაწყვეტილებას იღებენ ჩქარა. ნელა დადიან რომანტიკოსები, მეოცნებებიი, რომელბიც ცხოვრობენ საკუთარი სამყაროთი და იმდენად არიან ჩაფლულები საკუთარ სამყაროში, რომ იშვითად აანალიზებენ თუ რა ხდებამის გარეთ რეალურ ცხოვრებაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი იმ მომენტში როცა თქვენ ნახეთ შეიძლება მიდიოდეს ჩქარა იმიტომ, რომ მას ეჩარება, ან სულაც დაღლილია და ნელა მიდის.
დააკვირდით სიარულისას ადამიანს უდევს თუ არა ხელი ჯიბეებში. თუ მას უდევს ჯიბეში ხელი სიარულისას, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს ადამიანი არის ძალიან მკაცრი, ამ ადამიანს კრიტიკული აზროვნება აქვს განვითარებული. ის არის ძალიან მომთხოვნი გარშემომყოფებთან და ყოველთვის მიისწრაფის ლიდერობისკენ. ასევე გაითვალისწინეთ შეიძლება უბრალოდ ციოდეს და ადამიანს ამიტომ ედოს ჯიბეში ხელი.