როგორ შევარჩიოთ DJ აპარატურა სწორად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ DJ აპარატურა სწორად

 

ძირითადად გავრცელებულია რამოდენიმე ტიპის დიჯეი, Vinyl Turntable დიჯეი რომელიც უკრავს ფირფიტაზე, (Tabletop) CD/MP3 Player დიჯეი რომელიც უკრავს CD დისკების საშუალებით (ან USB ფლეშ მეხსიერების საშუალებით, თუ აქვს ამის მხარდაჭერა Player-ს) და არსებობს MIDI Controller რომელიც ძირითადად შეერთებულია USB-ის მეშვეობით (თუმცა ლოგიკურად შეიძლება იყოს firewire-ზეც მაგრამ მე არ შემხვედრია). არსებობს კიდევ iPod სისტემებზე კონტროლერები და ათასი რამ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ამ სამიდან. პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ თქვენთვის რომელია. ეფექტების მხრივ, მრავალფეროვნების და კომპაქტურობის მხრივ მე გირჩევთ CD Player-ს, თუ მოგწონთ სკრეჩინგი ამ შემთხვევაში ვინილი, თუმცა თანამედროვე CD ფლეიერებს აქვთ ეს ფუნქცია თან ისე დახვეწილი, რომ ვერც გაარჩევ ვინილისგან, თუმცა ვინილი მაინც ასე ვთქვათ ამ საქმის "მამაა" და რათქმაუნდა ყველა სკრეჩერი ვინილზე სკრეჩავს, რადგან ფირფიტა დიდია შედარებით ფლეიერის jog wheel-ზე, არ გაგისრიალდებათ თითები და ნამდვილ სკრეჩერად იგრძნობ თავს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ არაა დოგმა, ვინილი გამოიყენო სკრეჩისთვის და CD Player-ი მხოლოდ mp3-თვის, შეგიძლიათ ვინილზე ჩვეულებრივ დაუკრათ ნებისმიერი მუსიკა (ფირფიტაზე ჩაწერილი მუსიკა) და სიდი ფლეიერზე გასკრეჩოთ. ეს ზემოთ ხსენებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა.

 

რაც შეეხება მიდი კონტროლერს, (არსებობს მიდი კონტროლერი ინტეგრირებული CD Player-თან და ვინილთანაც.) თანამედროვე ინდუსტრიაში ვინილი ჩაანაცვლა სიდი ფლეიერებმა, ხოლო ახლა რასაც ვუყურებ ალბათ ახლო მომავალში მიდი კონტროლერი ჩაანაცვლებს სიდის თუმცა მე მაინც სიდის მოყავრული ვარ და ვიქნები. რა არის ეს მიდი კონტროლერი? ზოგადად მიდიზე მთელი რიგი სტატიებია დაწერილი და ჩვენ შემთხვევაში მოკლედ აგიხსნით რას აკეთებს. შეერთებული გვაქვს კომპიუტერზე (ძირითადად USB პორტით), ჩართული გავქვს კომპიუტერში რომელიმე ვირტუალური სადიჯეო პროგრამა (მაგ: Traktor DJ). როდესაც ვაჭერთ ჩვენს კონტროლერზე რამე ღილაკს, ან სლაიდერს ვწევთ ან ნებისმიერი ცვლილებისას მიდი გადაცემს სიგნალს კომპიუტერს (ბრძანებას), რომ ჩვენმა ადამიანმა მიბრძანა ხმა ცოტა დაადაბლეო, კომპიუტერი თავის ენაზე ეუბნება ამ პროგრამას მოდი ხმა დავადაბლოთ, შესაბამისად პროგრამა ადაბლებს ხმას და შედეგს ვიღებთ სახეზე. მიდი არის სპეციფიკაცია ინფორმაციის შენახვის, გადაგზავნის, დაკოდირებისმ და სინქრონიზაციის ორ ან მეტ მოწყობილობებს შორის.

 

როგორ ავარჩიოთ სწორად CD Player ჩემი რჩევა იქნება არ იყიდოთ ისეთი ააპრატურა სადაც გაერთიანებულია ორივე სიდი ფლეიერი და მიქშერი. არ იყიდოთ არასანდო კომპანიის ფლეიერი. მე პირადად ვენდობი Pioneer რათქმაუნდა, Denon, Numark ესაა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრი. შეიძლება უკეთესებიც არსებობენ, კიდევ გეტყვით, რომ არაა ეს დოგმა უბრალოდ ჩემ აზრს ვწერ. პიონერი ცოტა არ იყოს მონოპოლია ამ საქმეში და შესაბამისად ძვირადღირებულია. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან მაგარია! დენონი კარგი ბრენდია, საკმაოდ კარგად უჭირავს ბაზარზე თავი და ხარისხიან პროდუქტსაც უშვებს. ნუმარკიც ძალიან მომწონს, მე პირადად მაქვს Numark NDX800 1 წელი ხდება მალე და არაფერს ვუჩივი, მშვენიერი ბიჭები/გოგოები არიან. კონკრეტულ სპეციფიკაციებს ვერ ჩამოვწერ რადგან უკეთესი შეიძლება ერთი რამით იყოს მეორეზე და პირიქით მაგრამ გეტყვით რომ აუცილებელია: ფლეიერის სწრაფი რეაგირება და დამუშავება სიდის როდესაც შეუშვებთ. აუცილებელა pitch კონტროლი. აუცილებელია LCD Screen-ზე ჩანდეს BPM, მისი ანალიზი ავტომატურად შეძლებოდეს, ასევე ხელით შეგვეძლოს ანალიზი TAP ღილაკის მეშვეობით (შეიძლება სხვადასხვა ფლეიერზე სხვადასხვა სახელი ერქვას ამ ღილაკს) აუცილებელია ქონდეს cue ღილაკი. კარგია თუ ექნება ეფექტები chop, echo, filter, flanger, pan, phaser უკეთესი იქნება თუ Beat-Synced არის ანუ სინქრონიზირებული BPM-თან რაც უფრო ლამაზია და კარგად ჩაჯდება მუსიკის რითმში. აუცილებელია Jog Wheel იყოს touch-sensitive, ანუ მხოლოდ თითებზე (ხელზე) რეაგირებდეს და არა ნაჭრის დადებაზე. ყოველთვის მიაქციეთ ლაზერს ყურადღება, წაიკითხეთ ინტერნეტში რევიუები ამა თუ იმ ფლეიერის ლაზერზე, აქვს თუ არა პრობლემა და ა.შ. რადგან ლაზერი ყველაზე სუსტი წერტილია ფლეიერების.

 

რაც შეეხება Mixer-ს. ამაზეც ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია მიქშერი ფლეიერზე, სიტყვიდან გამომდინარე ხვდებით რა როლსაც ასრულებს, მიქსავს ერთი დეკიდან (სიდი ფლეიერიდან) მეორე დეკში და პირიქით. ასევე თუ ეფექტები არ მოყვება ფლეიერს შეიძლება მიქშერი იყიდოთ ეფექტებიანი და მიქშერიდან გაუშვათ ეფექტები ან სულაც ცალკე იყიდოთ ეფექტები (მაგ: korg kaossilator და სხვ.) მიქშერებში, როგორც ფლეიერებში პიონერს ძალიან კარგი პროდუქტი აქვს, დენონისას ვერ გეტყვით რადგან არ მქონია შეხება და ვერც ნუმარკზე, თუმცა გეტყვით რომ Allen & Heath-ის Xone სერიებთან მქონია შეხება, მე თვითონ Xone:22 მაქვს და უბრალოდ აღბრთოვანებული ვარ ამ მიქშერით, ერთადერთი რაც აკლია Switch on/off არ აქვს, ანუ ენერგიის წყაროში (დენში) როგორც კი შეაერთებ ეგრევე ირთვება და მოუხერხებელია, დანარჩენი იდეალურია და ორ არხიანიც ჯერჯერობით მაკმაყოფილებს. რა არის არხები? მიქშერი არსებობს ორ არხიანი, სამ არხიანი ოთხიანი ანუ თითო არხზე შეგიძლია შეართო ერთი დანადგარი, ჩვენ შემთხვევაში დეკი (CD Player). დასაწყისისთვის საკმარისია ორ არხიანის ყიდვა, რადგან ორ დეკი სრულიად საკმარისია მუსიკის გასამიქსად. მიქშერს აუცილებლად უნდა ქონდეს სიხშირეების მოჭრა მომატება (ანუ თავისი ქკვალაიზერები) Low, Medium, High, ასევე სასურველია Filter ეფექტი, რომელიც მაგარ ეფექტს იძლევა Fade in და Fade out-ის დროს.

 

Vinyl Turntable. ძალიან კარგი რამეა, სიმართლე გითხრათ ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე რადგან არ მქონია შეხება სპეციფიკაციასთან. თუმცა გამიგონია, რომ აუცილებელია ვინილს ქონდეს Start/stop ღილაკები, რადგან ბევრს უქმნის პრობლემას ამის არ ქონა, ასევე აუცილებელია pitch კონტროლი. ვინილზე Stanton-ზე გაგიწევთ რეკომენდაციას და ასევე Technics-ზე, ამაზეც ბევრი გამიგია და წამიკითხვას, რომ მშვენიერ ვინილებს უშვებს რასაც CD Player-ზე ვერ ვიტყვი, რადგან ლაზერი აქვს უსუსტესი.

 

ყურსასმენი. Allen & Heath-ს ძალიან კარგები აქვს ცოტა ძვირიანიც, ასევე პიონერისაც ნორმალურია, Technics ძალიან მაგარია, Sony, Sennheseizer, Stanton (რომელიც ტიესტოს რჩეული ყურსასმენის ბრენდია). (თუ რამე კარგი ბრენდი გამომრჩა მაპატიეთ მეტი არ მახსენდება). რაც შეეხება Beats by Dr. Dre მე ამის ანტიპიარი არ მინდა და არც მტერი არ ვარ მაგრამ ხალხი როგორც აფანატებს და ყველა ამას ყიდულობს ეგ არის ყველაფერი პიარის ამბავი, რომელსაც ძალიან კარგი პიარ კამპანია ჰყავს.. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან კარგი ბრენდია მაგრამ არა ისეთი როგორიც ფასები აქვს.