როგორ მოვუაროთ ავადმყოფს ღებინების დროს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ავადმყოფს ღებინების დროს

 

ღებინების დროს ავადმყოფი უნდა წამოვსვათ (თუ შესაძლებელია), ან თავი გადავუბრუნოთ მარჯვნივ ან მარცხნივ. რათა თავიდან ავიცილოთ პირნაღები მასის სუნთქვის ორგანოებში მოხვედრა, ასფიქსია (მოხრჩობა) ან ასპირაციული პნევმონია (ფილტრების ანთება), და პირთან მივუდგათ თასი. ღებინების დამთავრების შემდეგ სველი დოლბანდით ან ბამბით უნდა მოვუწმინდოთ ტუჩები, სახე და მივცეთ წყალი პირში გამოსავლებად.

 

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როცა პირღებინება უვითარდება უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს. ამ შემთხვევაშიც მას თავი უნდა გადავუწიოთ გვერდზე. ღებინების დამთავრების შემდეგ საჩვენებელ თითზე უნდა დავიხვიოთ დოლბანდი და ავადმყოფს გამოვუწმინდოთ პირის ღრუ.