
გიმნასტიკური რგოლები ძლიერი ეფექტის მქონე ტრენაჟორია, რომელიც საშუალებას აძლევს ხელებს შეასრულონ ბუნებრივი მოძრაობები ისე, რომ არ დაზიანდეს სახსრები. მისი აწყობა სახლის პირობებში სულაც არ არის რთული.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 2 გამძლე თოკი / ტროსი
- 2 გამძლე კარაბინი
- 2 პლასტმასის მილის ნაჭერი, სიგრძე - 10სმ, დიამეტრი - 5 სმ
- 2 ჯაჭვი, სიგრძე - 10სმ
საფეხურები
- 1 გადაკიდეთ თოკები ტოტს ერთმანეთისგან 50 სანტიმეტრის დაშორებით. შემოატარეთ თოკები ტოტის გარშემო 2-3 ჯერ, იმისათვის, რომ არ დატვირთვის დროს იმოძრაოს აქეთ-იქით.
- 2 ორივე ტროსზე დაამაგრეთ კარაბინი, რომელთაგანაც თითოეული გათვლილი უნდა იყოს თქვენს წონაზე ცოტათი მეტზე.
- 3 მილებს (სახელურები) შეახვიეთ პლასტიკური ან ნაჭრის წებოვანი ქაღალდით, რათა შემდეგში ხელები არ გაგისხლტეთ. თითოეულ სახელურში გაატარეთ ჯაჭვი, ხოლო მისი ბოლოებუ დაამაგრეთ კარაბინზე.
გაფრთხილებები
- მთავარი არ არის არც თოკი და არც ჯაჭვი, მთავარია ხე. საჭიროა 4.5 მეტრის სიმაღლის ხის ტოტი.
- არ არის აუცილებელი, რომ ტოტი ზუსტად ხის პარალელურად იზრდებოდეს.
- თავიდანვე შეამოწმეთ ტოტი თქვენი მასის გაძლებაზე.