როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა)

ვარჯიში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხეულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. ყოველ დილით 15წთ სირბილითაც კი აუცილებლად მოიკლებთ წონაში და სხეულიც გაგიმკვრივდებათ, მაგრამ თუ ვარჯიშსს ვერ ახერხებთ, 1 კვირაში 5-დან 10კგ-მდე დაკლებას წიწიბურას დიეტით შეძლებთ.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- წიწიბურა
- სითხის რაოდენობა - 2 ლიტრამდე.
საფეხურები
- 1 საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭიქა წიწიბურა 3-5 ჭიქა წყალში (უმარილო და უშაქრო)
- 2 გაღვიძებისთანავე უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი.
- 3 ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი (გოგრის, სტაფილოს, ტომატის)
- 4 სადილზე – მეორე წილი, ვახშამზე – მესამე წილი. შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება (უგაზო, უშაქრო, უმარილო).
- 5 დიეტის ხანგრძლივობა – 7 დღე
გაფრთხილებები
- ამ დიეტის განმეორება მხოლოდ 2 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
- წონის შესანარჩუნებლად შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.