როგორ გავამხნევოთ საყვარელი მამაკაცი
შეძელით, რომ აუხსნათ თქვენს საყვარელ კაცს, რომ მიუხედავათ ყველაფრისა თქვენ მისი შესაძლებლობების გჯერათ და რომ ის ყველანაირი სიტუაციიდან შეძლებს თავის დაძვრენას. თქვენი თავდაჯერებულობა გადავა მასზეც. ასეთი ტიპის საუბრების შემდეგ კაცს შეემატება ენერგია და აუცილებლად მოძებნის გზას პრობლემების გადასაჭრელად.
თუ თქვენ იცით, როგორ გადაჭრათ პრობლემა, რომლის წინაშეც დგას თქვენი კაცი, შესთავაზეთ მას ოპტიმალური გზა მისი გადაჭრის. დამიჯერეთ უკეთესი იქნებოდა, რომ არ უთხრათ პირდაპირ პრობლემის გადაწყვეტის გზა, დაეხმარეთ თვითონ მივიდეს დასკვნამდე. უკეთესია, მან იფიქროს, რომ ეს აზრი მას მოუვიდა და არა თქვენ, ჯობია იფიქროს ისიც, რომ თქვენ უბრალოდ ლაპარაკით დაეხმარეთ და არც თქვენ არ გქონდათ პრობლემის გადაჭრის იდეა. სჯობს ფიქრობდეს, რომ თავისი პრობლემები თვითონ გადაჭრა დახმარებისგარეშე, თქვენც ნუ განაწყენდებით ამაზე.