როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (ზოგადი მიმოხილვა) - rogor.ge

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (ზოგადი მიმოხილვა)

 

შევეცდები აგიღწეროთ ფულის შოვნის მხოლოდ საუკეთესო მეთოდები, რომბლებიც ჩემი აზრით, არის ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი დამწყები მომხმარებლებისათვის. შემდეგ ნაბიჯში ჩამოთვლილი იქნება რამდენიმე მეთოდი, რომლებიც რათქმაუნდა პირველ ეტაპზე არ მოგიტანთ დიდ მოგებას, მაგრამ ისინი დაგეხმარებათ მუშაობის პრინციპების შესწავლასა და გამოცდილების მიღებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალში წარმატებული ინტერნეტ–ბიზნესისათვის.

 

ინტერნეტით ფულის შოვნის მეთოდებია: • სტატიებისა და უნიკალური ტექსტების დაწერა; • კლიკები და საიტების სერფინგი; • რეფერალური პროგრამები; • კონტექსტური რეკლამა; • ბმულების გაყიდვა; • პარტნიორული პროგრამები; • ფასიან გამოკითხვებში მონაწილეობა; • ფულის შოვნა საკუთარი საიტით;

 

მე ჩამოვთვალე ინტერნეტით ფულის შოვნის 8 (მათი რაოდენობა გაცილებით მეტია) ძირითადი მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ ინტერნეტ–ბიზნესის შესახებ წარმოდგენის შექმნასა და პირველი შემოსავლის მიღებაში. ეს მეთოდები იყოფა ორ ნაწილად: როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტში საიტის საშუალებით და როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტში საიტის გარეშე. შესაბამისად, პირველი გულისხმობს ფინანსურ ინვესტიციას, რომელიც საჭიროა საიტის შესაქმნელად, პოპულარიზაციისათვის და სხვადასხვა საჭიროებებისათვის, ხოლო მეორე არ მოითხოვს არავითარი ფინანსური საშუალების ფლობას "ბიზნესის" დასაწყებად.

 

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტში საიტის გარეშე ინტერნეტში საიტის გარეშე ფულის შოვნის საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს: სტატიების წერა, გამოკითხვებში მონაწილეობა, საიტების მონახულება, ფაილების ატვირთვა სერვერებზე და სხვა. ასეთი ტიპის თითქმის ყველა საიტს გააჩნია რეფერალების სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენი რეკომენდაციით საიტზე დარეგისტრირდებიან დამატებითი მონაწილეები - თქვენ მიიღებთ % მათ მიერ დაგროვილი თანხიდან, ამას პასიური შემოსავალი ეწოდება. მისი საშუალებით საიტის გარეშე ფულის შოვნის ყველა მეთოდი უფრო სარგებლიანი და პერსპექტიული ხდება.

 

ფულის შოვნა სტატიების წერით (Copywriting) თუ შინაგანად გრძნობთ, რომ გაქვთ წერის ნიჭი და ბავშვობაში თემებს ათიანზე წერდით, მაშინ ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა. თქვენი წერის ნიჭი დაგეხმარებათ ინტერნეტის საშუალებით ფულის შოვნაში Copywriting -ის საშუალებით. ასევე იპოვით სამუშაოს, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერნეტში მრავლადაა საიტები, რომლებიც იხდიან ფულს გრამატიკულად და აზრობრივად გამართული ტექსტების დაწერაში, იქნება ეს სტატია, ტექნიკური აღწერა, ნივთის დახასიათება თუ უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც შეავსებს ვებ-გვერდს. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (Copywriting)[/u]

 

ფულის შოვნა კლიკებით, ინტერნეტ Surfing-ით (Web Surfing) ფულის შოვნის ეს მეთოდი განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ აქვთ საკუთარი საიტი. რაც მთავარია მას არ სჭირდება არანაირი სახის კაპიტალის ჩადება. საკმარისია ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი. შემოსავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ინეტრნეტ საიტს მოინახულებთ. ამაში თქვენ გადაგიხდიან გამომუშავებულ ფულს. ინტერნეტში ხშირად გხვდება საიტები, რომლებიც უარს ამბობენ ფულის გადმორიცხვაზე, ამიტომ თუ გაინტერესებთ სანდო საიტები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ 100%-ით, მაშინ წაიკითხეთ მეთოდის დაწვრილებითი აღწერა. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (Clicks, Web Surfing)[/u]

 

ფულის შოვნა რეფერალური სისტემით ეს მეთოდი პირაპირ კავშირშია წინასთან. რეფერალი - ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენ მიიწვევთ საიტზე, პროექტში ან იგი დარეგისტრირდება თქვენს მიერ მიწოდებული ბმულის საშუალებით. მისი შესრულებული სამუშაოსა და გამომუშავებული თანხიდან თქვენ მიიღებთ კუნთვნილ %-ებს. მათი ოდენობა დამოკიდებულია საიტებზე, რომლებზეც იმუშავებთ. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (რეფერალური სისტემა)[/u]

 

ფულის შოვნა ფასიან გამოკითხვებში მონაწილეობით ეს არის ინტერნეტის საშუალებით შემოსავლის მიღების ძალიან მარტივი გზა. თქვენი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება გამოკითხვებში მონაწილეობასა და ანკეტების შევსებაზე. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ საჭირო საიტზე და დაელოდოთ ინტერნეტ გამოკითხვაში მონაწილეობის მოწვევას. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (ფასიანი გამოკითხვებით)[/u]

 

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტში საიტის საშუალებით ეს მეთოდი ითვლება ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე საშუალებად, რომლისთვისაც საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა: საიტის შექმნა, მისი პოპულარიზაცია (გაქაჩვა), პუპულარულ საძიებო სისტემებში გაფიქსირება, რეკლამების განთავსება, მომხმარებლების მოზიდვა. ჩამოთვლილი მოქმედებების შესრულების შემდეგ საიტი დაიწყებს ავტომატურ რეჟიმში ფულადი მოგების მოტანას, მაგრამ ამისათვის ბევრი შრომა, დრო და მონდომებაა საჭირო იმისათვის, რომ საიტის შემოსავალი დამაკმაყოფილებელი და სტაბილური გახდეს. ახლა უფრო უფრო კონკრეტულად გაგაცნობთ საიტის მეშვეობით შემოსავლის მიღების მეთოდებს.

 

ფულის შოვნა საიტის ან ბლოგის მეშვეობით ინტერნეტის საშუალებით ფულის შოვნის საუკეთესო მეთოდია საიტის ან ბლოგის შექმნა, რომელიც მოგიტანთ ფულად შემოსავალს. ამ მეთოდის არჩევისას მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება, იქნება ეს საიტის თემატიკა, Keyword-ების შერჩევა, კონტენტის დაწერა, MetaTag-ების სწორი არჩევა, აღწერის გაკეთება, კონტექსტური რეკლამის განთავსება და სხვა. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული საიტის ან ბლოგის მეშვეობით[/u]

 

ფულის შოვნა კონტექსტური რეკლამის განთავსებით ბიზნესის ამ მეთოდის გამოსაყენებლად საკუთარი ვებ-საიტი. სპეციალურ სერვისებში რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ პროგრამულ კოდს, რომლის საიტზე ჩასმის შემდეგაც გამოჩნდება სარეკლამო ბლოკი. ზოგი საიტი ფულს მნახველებში იხდის, ზოგი რეკლამაზე დაკლიკებაში და ზოგიც ორივეში. ყველა პირობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კომპანიას შეაღწევთ პარტნიორად. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული კონტექსტური რეკლამის განთავსებით[/u]

 

ფულის შოვნა და საიტის პოპულარიზაცია - ბმულების ყიდვითა და გაყიდვით ამ მეთოდის არსი მდგომარეობს პოპულარულ ბმულების ბირჟებზე დარეგისტრირებაში და მათი მეშვეობით საკუთარ საიტზე არსებული ბმულების გაყიდვაში. რაც გულისხმობს სხვა საიტების ბმულების განთავსებას და ასევე საკუთარის სხვისთვის შეთავაზებაში. ამ მეთოდის უპირატესობაა ფინანსურ შემოსავალთან ერთად საიტის TOP რეიტინგებში და საძიებო სისტემებში წინსვლა. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული ბმულების ყიდვითა და გაყიდვით[/u]

 

ფულის შოვნა პარტნიორული პროგრამებით ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია და განისაზღვრება თქვენი საიტის თემატიკით. მაგალითად, თუ გაქვთ საიტი მობილური ტელეფონების შესახებ, მაშინ განათავსეთ საიტზე შესაბამისი თემატიკის მქონე ინტერნეტ მაღაზიის რეკლამა. თუ პროდუქციის შემძენი თქვენი საიტიდან იქნება გადასული ინტერნეტ მაღაზიაში, მაშინ თქვენ მიიღებთ პასიურ ფულად შემოსავალს. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, იხილეთ - [u]როგორ ვიშოვოთ ფული პარტნიორული პროგრამებით[/u]