როგორ დავწიოთ მაღალი პულსი - rogor.ge

როგორ დავწიოთ მაღალი პულსი

პულსის მომატება შეილება გამოიწვიოს შინაგანმა მიზეზებმა, როგორებიცაა დიდხანს ფეხზე დგომა, ფიზიკური დატვირთვა. თუ თქვენ დაკავებული ხართ სპორით, გადახედეთ თქვენს სავარჯიშო პროგრამას, შეცვალეთ რეჟიმი.

თუ თქვენ სვამთ მედიკამენტებს, რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ თქვენი პულსის სიხშირის ცვლას, მიმართეთ ექიმს.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე როგორიცაა მოწევა, ბევრი ჭამა, დალევა. ამ ჩვევების მოშორების შემდეგ პულსის სიხშირე ხშირ შემთხვევაში ნორმაში დგება. მოწევისათვის თავის დანებება არის მნიშვნელოვანი ცვლილება ცხოვრების წესის. ეს არის ძალიან დიდი პრევენცია გულსისძარღვთა დაავადებებისგან თავის დასაცავი.

შეზღუდეთ მარილის მიღება 5 გრამამდე დღეში. კვლევებმა გვაჩვენეს, რომ რაც უფრო მეტ მარილს იღებს ადამიანი, უფრო მატულობს მისი წნევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სენასოლი ჩვეულებრივი მარილის მაგივრად, დღეში 3 გრამი.

ემოციური დატვირთვის შემდეგ, მიიღეთ დასამშვიდებელი საშუალებები. ვალერიანის ნაყენი, ასევე მენთოლი ეხმარება პულსის დაწევაში გადატანილი სტრესის შემდეგ.

იყავით ყურადღებიანი, თუ თქვენი პულსი ხშირდება 90 დარტყმამდე წუთში, როდესაც თქვენ მშვიდად ხართ - ეს შეიძლება ტახიკარდიის სიმპტომი იყოს, რომელიც მიანიშნებს გულის კუნთის დაავადებაზე. ეს ხდება ხოლმე მიოკარდიული გულის უკმარისობისას. მიმართეთ კარგიოლოგს, რომ გაარკვიოთ თუ რისი ბრალია თქვენი ტახიკარდია. ამ შემთხვევაში მხოლოდ წამლების მიღება, პულსის და წნევის დასაწევად საკმარისი არაა.

გამოიძახეთ სასწრაფო მანქანა თუ პულსი 200 დარტყმაზე მეტია წუთში. ექიმის მოსვლამდე კი გააკეთეთ შემდეგი პროცედურები. გამოიწვიეთ ღებინების რეფლექსი, ღრმად ჩაისუნთქეთ დახურული პირით და უცბათ ამოისუნთქეთ, ნახევარი ძალის გამოყენებით დააჭირეთ თითი თვალის შიდა კუთხეს, დაიმასაჟეთ კისრის მარჯვენა და მარცხენა მხარე საძილე არტერიის მიდამოებში. ეს მეთოდი არ არის რეკომინდირებული ასაკოვანი ხალხისთვის.

მაღალი პულსი არის საგანგაშო სიგნალი ადამიანისთვის, რომელიც უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას. კომპლექსური გამოკვლევებისათვის მიმართეთ ექიმს.