როგორ მოვიქცეთ როცა გვიყვირიან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ როცა გვიყვირიან

 

არ აყვეთ პროვოკაციას. პირველი სურვილი, რომელსაც განიცდის ადამიანი კამათის დროს, - ეს არის, რომ დაუყვიროს საპასუხოდ. ამით თითქოსდა დემოსტრაციას უკეთებთ საკუთარ ძალას, არ აძლევთ საშუალებას, რომ არ გიყვიროდნენ თქვენ. მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი ასე არ არის სინამდვილეში. გაანალიზეთ თქვენი ბოლო ასეთი საქციელი, როგორც მარცხი თანამოსაუბრის წინაშე. მას უნდოდა, რომ თქვენ გამოსულიყავით წყობიდან და აი თქვენც დაზარების გარეშე გააკეთეთ ეს, დაუწყეთ საპასუხოდ ყვირილი და დაიცალეთ ენერგიისგან.

 

დაწყნარდით და კონცენტრაცია გააკეთეთ პრობლემაზე. რამოდენიმე წუთი, როგორც კი კამათი დაიწყება დაფიქრდით და გაანალიზეთ და დაადგინეთ თუ რატომ გიყვირიან. შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა. ისაუბრეთ მოკლედ და კონკრეტულად, არ ჩაყლაპოთ ბგერები და ნუ აჩენებთ, რომ განიცდით და ნერვიულობთ, ნუ რათქმაუნდა თუ ეგ პრობლემა გაწუხებთ ხოლმე ურთიერთობებში.

 

მიიღეთ ისეთი პოზა რომელიც გამოხატავს იმას, რომ ერთ დონეზე ხართ თანამოსაუბრესთან. დაკვირვებულხართ ალბათ, რომ როდესაც თქვენ ფეხზე მდგარხართ და დაგიყვირიათ მჯდომარესათვის ასე უფრო ადვილია. აქ ადგილი აქვს ფსიქოლოგიური აღქმის ნაირსახეობას. მოკლედ, რომ გითხრათ თუ დგას თქვენი მოსაუბრე ფეხზე და გიყვირით, თქვენც აუცილებლად ფეხზე უნდა წამოდგეთ.

 

თუ 5-8 წუთის შემდეგ ადამიანი არ დაწყნარდა, აგრესია კი იმის მაგივრად, რომ შემცირდეს უფრო და უფრო მატულობს, ასეთ შემთხვევაში თქვენც აუწიეთ ხმას ოღონდ გახსოვდეთ რის გამო აკეთებთ ამას, ეს იმიტომ არის საჭირო, რომ დააწყნაროთ თანამოსაუბრე. დაიწყეთ ხმამაღა საუბარი და ნელ-ნელა დაუწით ხმას და ლაპარაკის ტემპი და ასე გადაიყვანეთ საუბარი ნორმალურ რეჟიმში. ცოტა ხანში ნახავთ თუ როგორ გაჩერდება თქვენი მოსაუბრე, თუ რათქმაუნდა როგორც აქ წერია მასე შესრულებთ ამ პატარა ილეთს.

 

თუ ხედავთ, რომ ამ ილეთმაც არ გიშველათ, მაგრამ თქვენი დიალოგის ხმაური ცოტათი შემცრიდა, გამოიყენეთ დამამშვიდებელი ჟესტი. აწიეთ ხელის გული გარე მხრიდან, ისე რომ იყოს თვალის დონეზე, შემდეგ ნელა ჩამოწიეთ ის ქამრის დონემდე. გამიმეორეთ ეს არავერბალური ჟესთი 2ჯერ ან 3ჯერ, მთავარია ეს დაინახოს მოსაუბრემ.

 

უთხარით მოსაუბრეს, რომ არ გინდათ მასთან ლაპარაკი ხმამაღალი ტონით. უთხარით, რომ არ გააგრძელებთ საუბარს სანამ არ დაწყნარდება და ხმადაბლა არ დაიწყებს ლაპარაკს. თუ ამის გაკეთებაც შეუძლებელბი გახდა, მაშინ იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, არ გამოხატოთ თქვენი ნერვიულობა და არ გადახვიდეთ თქვენც ყვირილზე როგორც თანამოსაუბრე.