როგორ ვიყოთ კარგ განწყობაზე - rogor.ge

როგორ ვიყოთ კარგ განწყობაზე

 

განაწყეთ საკუთარი თავი პოზიტივისკენ დილიდანვე. მაშინაც კი როცა თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიხელიათ თვალები და საწოლში წევხართ გაიღიმეთ და უსურვეთ თქვენს თავს კარგი დღე. შემდეგ მშვიდედ იწექით, გაიწელეთ, ნელა წამოდექით და გაივარჯიშეთ თუნდაც რამოდენიმე წუთი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ის გაფხიზლებთ და დადებითი ენერგიით გმუხტავთ. არ თქვათ უარი მსუბუქი საუზმისგან. დაე იყოს ეს ომლეტი ან 1ჭიქა მწვანე ჩაი. დღის მანძილძე თუ გაქვთ საშუალება გაანებივრეთ თავი პროდუქტებით, რომლებიც შეგიქმნით კარგ განწყობას. ასეთი პროდუქტებია: თხილი, შავი შოკოლადი, ბანანი, ყველი, თევზი, წიწიბურა და ასე შემდეგ...

 

გახადეთ თქვენი დღე განსხვავებული, გააკეთეთ სურპრიზები თვენთვის და თქვენი ახლო ადამიანებისთვის. მაგალითად შაბათ-კვირას დაგეგმილი "უბორკის" ნაცვლად ინახულეთ მეგობრები და თუ არის შესაძლებელი მათთან ერთად გადით სადმე ბუნებაში ქალაქგარეთ. შეიცვალეთ გარემო ("აბსტანოვკა") - გადაადგილეთ ავეჯი, შეიცვალეთ იმიჯი. თვეში ერთხელ მაინც მიეცით თავს იმის ფუფუნება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოთ და ის დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ესტუმრეთ სილამაზის სალონს, მიაკითხეთ საუნას ან ცხელი აბაზანა მიიღეთ სახლში. გაანებივრეთ საკუთარი თავი საყვარელი კერძით.

 

შეაქეთ საკუთარი თავი თითო წვრილმანის გამოც კი. დაივიწყეთ თქვენი ნაკლოვანებები, თქვენ მერწმუნეთ როგორიც არ უნდა იყოთ მაინც უხვად გექნებათ! ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ იფიქრებთ გამუდმებით მაგაზე, ის რისი შეცვლას ძალგიძლთ გადადით პრაქტიკულ საშუალებებზე მათ შესაცვლელად, უბრალოდ ფიქრი და თავისა და სინდისის ტანჯვა არაფერში დაგეხმარებათ. ყველა სერიოზული მიღწევის შემდეგ გაუკეთეთ თქვენს თავს საჩუქარი. ხშირად გაიღიმეთ, გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, სასაცილო ისტორიები. ნუ იფიქრებთ გამუდმებით ცუდზე. არასასიამონო სიტუაციებისას წარმოიდგინეთ თუ როგორ დაილექება ეს თქვენში რაღაც დროის შემდეგ. ერთ-ერთი ცნობილი 45 მცნებიდან ამერიკელი ჟურნალისტის რეჯინა ბრეტი გვარიგებს "ყოველი, ეგრეთწოდებული, კატასტროფისას დაუსვი შენ თავს კითხვა: იქნება თუ არა ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის 5 წლის შემდეგ?". გამოიყენეთ ეს იარაღი, დამიჯერეთ ხშირად გამოგადგებათ, რომ წვრილმანებზე არ მოცდეთ ზედმეტი განცდით.

 

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით: გამორიცხეთ ალჰოკოლი და თამბაქო, დაკავდით ფიტნესით, გამუდმებით აკონტროლეთ საკუთარი შეგრძნებები. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგიით დამუხტვაში. მზის სხივები, სუფთა ჰაერი, ნაზი და გრილი ნიავი დადებითად მოქმედებს ადამიანების აღქმაზე და ემოციურ შეგრძნებებს აუმჯობესებს.

 

დაიცავით ფერების წესები. თქვენს გარემოში გაავრცელეთ ყვითელი ფერი - ის აგიმაღლებთ განწყობას. მწვანე ფერი ამშვიდებს, იისფერი კი ენერგიით მუხტავს. ტანსაცმელიც ღია, ნათელი ფერების ატარეთ. არ დაიზაროთ და გამოიყენეთ ეს მცირე ინსტურქცია თქვენი განწყობის ასამაღლებლად, გისურვებთ ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს !