როგორ ვაიძულოთ თავს გამოცდების წინ მეცადინეობა - rogor.ge

როგორ ვაიძულოთ თავს გამოცდების წინ მეცადინეობა

 

მიზეზი თქვენი სურვილის დაკარგვისა, რომ დაჯდეთ წიგნებთან შეიძლება იყოს სწავლისადმი ინტერესის არქონა, ქვეცნობიერად იმ ფაქტის გააზრება, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებთ და რომ არ გჭირდებათ. ბევრი სტუდენტისთვის ეს ნაცნობი სიტუაციაა გამოცდების წინ : რამოდენიმე უძილო ღამე, უნაყოფო ცდა იმისა, რომ წაიკითხონ ყველა კონსპექტი და შესრულონ დავალებები ბოლო მომენტში. რადიკალური მეთოდი შეიძლება იყოს თქვენს მიერ დაწერილი განცხადება გარიცხვის თაობაზე, მაგრამ ბევრს არ ეყოფა ამის ნებისყოფა და ძალა.

 

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მეცადინეობის სურვილის არქონის შეიძლება იყოს არასწორად განაწილებული პრიორიტეტები. თუ თქვენ მკაცრად აცნობიერებთ გამოცდებისათვის მომზადების აუცილებლობას და უკეთებთ მოტივაციას საკუთარ თავს, ეს დაგეხმარებათ პრიოტიტის სწორად განსხაზღვრაში.

 

გააცნობიერეთ, რომ აუცილებელია გამოცდის ჩაბარება, ის დანიშნულია კონკრეტულ დღეს და საათს. დაყავით მომზადების პროცესი ეტაპებათ, მათ შორის გააკეთეთ შესვენებები. დაისახეთ ზუსტი დროითი მონაკვეთები თუ როდის რას იზავთ, დაწერეთ გეგმა გრაფიკი მომზადების, შეეცადეთ მიჰყვეთ მას ეტაპობრივად. შეადგინეთ ის წინასწარ, წინა საღამოს, იმიტომ, რომ როცა დაჯდებით სამეცადინოთ ჩახედავთ გეგმას და ნახავთ თუ როდის რა გქვთ გასაკეთებელი. ასევე კარგია თუ თუ გაქვთ წარმოდგენა ბიორითმების შესახებ და მისი გამოყენებით დასახავთ თქვენ გეგმას. ყველაზე რთული და შრომატევადი საქმე ამ შემთვევაში დაწერეთ იმ დროს როდესაც უკეთესი მონაცემები გექნებათ ბიორითმების.

 

რეალურად შეაფასეთ თქვენი ძალები. შეიძლება, ქვეცნობიერად თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ საკითხების მოსამზადებლად საკმარისია თქვენთვის ადრე ადგომა გამოცდის დღეს ან გადაიმეოროთ. ასე, რომ მცდელობები აიძულოთ თავი დაჯდეთ წიგნებთან 2-3 დღეში განწირულია. ნუ აწვალებთ თავს და ნუ დატანჯავთ ასეთ შემთხვევაში, სჯობს დაკავდეთ რამე უფრო აზრიანი და საინტერესო საქმით.

 

ხანდახან მიზეზი თქვენი პროკრასტანციის და სწავლის სურვილის არქონის შეიძება იყოს გადაღლილობა. ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს ადრე ადგომას და თავზე ძალის დატანებას. ნუ დააყენებთ მაღვიძარას ადრე და ნუ გამოწურავთ თავს, გამოიძნეთ, დაისვენეთ შეიქმენით განწყობა და ამის შემდეგ იმეცადინეთ დასვენებულზე. ასეთ შემთხვევაში ნახავთ, რომ ბევრად გაგიადვილდებათ.