
Facebook-ზე Timeline-ს დაყენების შემდეგ საჭიროა მისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შეტანის მეთოდების ცოდნა.
საფეხურები
- 1 პირველ რიგში Timeline-ს გააქტიურება, რისთვისაც საჭიროა ქვევით მითითებულ ბმულზე გადასვლა და Get ღილაკზე დაჭერა. Facebook შემოგთავაზებთ მომსახურების ერთი კვირით ან მომენტალურ გააქტიურებას. გასააქტიურებელ გვერდზე გადასასვლელი ბმული
- 2 სასურველია მთავარი გამოსახულების გამოცვლა ან ახლის დამატება ( შესაბამისად Change Cover ან Add a Cover )
- 3 Timeline გამოსახავს თქვენს სურათებს, სტატუსებს, ცხოვრებისეულ მოვლენებს, ქრონოლოგიურად დალაგებული კოლაჟის მიხედვით, რომელიც შუაზე ხაზითაა გაყოფილი. ეს ხაზი აღნიშნავს დროს, მასზე არსებული წერტილები კი - თქვენი ცხოვრებისეული მომენტები.
- 4 საიტის მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ სასურველი პერიოდის შერჩევა, რის შემდეგაც საიტი გიჩვენებთ მასთან დაკავშირებულ მომენტებს.
- 5 Timeline-ს გადახედვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ Facebook-მა ავტოვატურად აღნიშნა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები. შესაძლებელია მათი დამატება, შეცვლა ან თუნდაც წაშლა.
- 6 Timeline გამოსახავს ყოველწლიურ მონაცემებს: რამდენი მეგობარი დაიმატეთ, რამდენ სურათზე მოინიშნეთ, რამდენ ჯგუფში გაწევრიანდით, რამდენ მოვლენაში მონაწილეობდით და სხვა.
- 7 ცალკეული ბლოკითაა გამოყოფილი ის "დამატებები", რომლებითაც თქვენ ისარგებლეთ.
- 8 ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის დამალვა.
- 9 Activity log აჩვენებს Facebook-ზე განხორციელებულ ყველა თქვენს მოქმედებას. შეგიძლიათ მისი "გაფილტვრა". მაგალითად მხოლოდ სტატუსების, კომენტარები და გამოკითხვების საჩვენებლად.
- 10 პირდაპირ Timeline-ზე, საჭირო ადგილზე დაკლიკებით შეგიძლიათ ჩაამატოთ განვლილი მოვლენა.
- 11 საჭიროა პრივატულობის არდავიწყება, რათა ინფორმაცია მხოლოდ თქვენთვის სასურველმა პირებმა იხილონ.
- 12 ცხოვრებისეული მომენტები ( Life Events ) Timeline-ში ცალკე გამოიყოფა. ასეთი მოვლენის დამატებისას შესაძლებელია შესაბამისი სფეროს ან მოვლენის ხასიათის დამატება.
- 13 თუ გსურთ, ადრე გამოქვეყნებული ინფრომაცია დაუმალოთ ყველას, მეგობრების გარდა, მაშინ უნდა შეხვიდეთ настройки приватности/Privacy Settings/უსაფრთხოების პარამეტრებში ( მარჯვენა ზედა კუთხე ) და დააჭიროთ Manage Past Post Visibility.
- 14 ვარსკვლავზე დაკლებით შესაძლებელია Timeline-ში სიახლისათვის გამოღწეული ადგილის მიჩენა.
- 15 შესაძლებელია სიახლეების სათითაოდ დამალვა. მაგალითად, მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შენიღბვა.
- 16 ყოველთვის შესაძლებელი იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურება თქვენი Timeline სხვების კომპიუტერში. ასევე შეიძლება საკუთარი პროფილის საზოგადო გამოსახულების ჩვენება ან თუნდაც მეგობრის სახელის შეყვანა და საკუთარი Timeline-ს მისი მხრიდან ნახვა.
გაფრთხილებები
- საჭიროა გახსოვდეთ, ძველი ინფორმაციის დამალვის შემდეგ მისი გამოჩენა ერთი კლიკით არ მოხერხდება. მოგიწევთ თითოეული სიახლისათვის სტატუსის ცალ-ცალკე შეცვლა.