
Facebook-ის ანგარიშის გაუქმების მსურველი საკმაოდ ბევრია, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ბოლო პერიოდში გაკეთებული განახლებების საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი 2 მეთოდს შორის: წაშლა და გაუქმება. ამ სტატიაში საუბარი იქნება ანგარიშის გაუქმებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფორმაცია სრულად ინახება იქამდე, სანამ არ მოისურვებთ მის აღდგენას.
საფეხურები
- 1 Facebook-ის ანგარიშზე შესვლის შემდეგ მოძებნეთ "სამკუთხედი" მაჯვენა ზედა კუთხეში და დააკლიკეთ წარწერას ანგარიშის პარამეტრები/Account Settings/Настройки учетной записи
- 2 პირველი საფეხურის შესრულებისას გაიხსნება გვერდი, რომლის მარცხენა მხარეს საჭიროა მოძებნოთ წარწერა უსაფრთხოება/Security/Безопасность. დააჭირეთ მას და შემდეგ კი ქვევით მდებარე წარწერას ანგარიშის დეაქტივაცია/Deactivate your account/Деактивировать учетную запись.
- 3 ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ საიტი აუცილებლად მოგთხოვთ ოპერაციის მიზეზის მითითებას. აირჩიეთ ნებისმიერი და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება/Confirm/подтвердить/. მითითებულ მიზეზს გავლენა არ ექნება შედეგზე.
- 4 ბოლოს კი საიტი კიდევ ერთხელ მოითხოვს მოქმედების დადასტურებას პაროლით. შეიყვანეთ იგი და დააჭირეთ ღილაკს Deactivate Now/отключить сейчас. გილოცავთ მიზანი მიღწეულია.
- 5
იმ შემთხვევაში თუ გსურთ Facebook-ის ანგარიშის საბოლოოდ წაშლა, მაშინ იხილეთ - როგორ წავშალოთ Facebook-ის ანგარიში
გაფრთხილებები
- ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში მის აღდგენამდე თქვენთან კავშირში არსებული მთელი ინფრომაცია ყველასათვის უხალავი გახდება.