როგორ შევარჩიოთ ბრაუზერი (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ბრაუზერი (დამწყებთათვის)

 

Chrome - 27.01% Internet Explorer - 24.51% Firefox - 19.75% Safari - 14.50% Opera - 4.76% სხვა - 9.47% [i]2012 წლის ივნისის სტატისტიკა[/i]

 

ერთ-ერთი ყველაზე მასიურად გავრცელებული ბრაუზერია Internet Explorer, რომელიც იკავებს ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ის პოპულარულია? არა, მისი იმდენად გავრცელების მიზეზი არის ის, რომ Internet Explorer მოყვება იპერაციულ სისტემა Windows, როდესაც სხვა ბრაუზერები უნდა დავაყენოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ Internet Explorer არის ნელი და მოუხერხებელი ბრაუზერი, უმეტეს შემთხვევაში მასთან მუშაობენ ისინი ვისაც ახალი გაცნობილი აქვს ინტერნეტი და შემდეგ მიეჩვია მას.

 

მომხმარებლების თითქმის იგივე რაოდენობა ყავს Google Chrome -ს. მისი მთავარი პრიორიტეტია სწრაფი მუშაობა. პროგრამის ინტერფეისი მაქსიმალურად გამარტივებულია, მასში არ არის არაფერი ზედმეტი. Coogle Chrome შესანიშნავია ინფორმაციის მოძიებაში და უბრალოდ "ინტერნეტში ბოდიალისთვის", მაგრამ მნიშვნელოვანი საქმისთვის ის ნაკლებად გამოსადეგარია. მასში რთულია ფაილებთან მუშაობა, პარამეტრების გასწორება და დეველოპმენტი, თუმცა არსებობს ე.წ. Extension-ები, ანუ იგივე გაფართოებები (ჩანართები) მაგრამ რათქმაუნდა ახალი ბრაუზერისთვის ეს ყველაფერი ჯერ დასახვეწია.

 

მომხმარებლების რაოდენობით მესამე ადგილზეა Mozilla Firefox. ის ძალიან კარგი და ნორმალურად სწრაფი ბრაუზერია, მომხმარებელს შეუძლია დაამატოს უამრავი მოდული (ჩანართი), გაზარდოს მისი შესაძლებლობები. ევროპაში Mozilla Firefox უკვე ასწრებს Internet Explorer . თუ თქვენ გჭირდებათ სწრაფი, მუდმივად განახლებადი ბრაუზერი, მაშინ აირჩიეთ Mozilla Firefox. ასევე თუ გიზიდავთ ვებ-პროგრამირება, ვებ-დიზაინი და ზოგადად დეველოპმენტი უნდა გაჩერდეთ ამ შესანიშნავ ბრაუზერზე.

 

ბრაუზერი Safari ვერ იტრაბახებს მომხმარებლების დიდი რაოდენობით და ვერც მუშაობის დიდი სისწრაფით, ზემოთ აღნიშნულებისგან განსხვავებით. ამის მიუხედავად აღიარებულია როგორც ყველაზე საიმედო და უსაფრთხო ბრაუზერად. მასში არის ინტეგრირებული დაცვის მექანიზმი, რომელიც იცავს შეტევებისგან, ზოგიერთ საიტზე XSS ბაგებით. ღილაკის მხოლოდ ერთი დაჭერით თქვენ შეგიძლიათ წაშალოდ საიტების მონახულების ისტორია. ეს ბრაუზერი მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც კომპიუტერს მოიხმარს რამოდენიმე ადამიანი, მას შეუძლია თქვენი საქმიანობა ქსელში შეუზღუდოს სხვა მომხმარებლებს. ინტერფეისით ის გავს IE, რეკომინდირებული იქნება იმ მომხმარებელზე რომელიც მიჩვეულია IE.

 

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, როგორც ფაილებთან მუშაობით, ასევე ინტერფეისით, არის ბრაუზერი სახელად Opera. თუ თქვენ გიყვართ ყველაფრის გადაკეთება ისე როგორც თქვენ მოგწოთ, მაშინ თამამად ამოირჩიეთ ეს ბრაუზერი. ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ ამ ბრაუზერს გააჩნია ყველაზე მოსახერხებელი ე.წ Download Manageri-ი, ანუ გადმოსაწერი ფუნქცია (მენეჯერი), შეწყვეტილი გადმოწერის უნიკალური გაგრძელების გზა და სხვა ბევრი მრავალი საინტერესო შესაძლებლობა. თუმცა მსოფლიოს მაშტაბით, ბრაუზერებში მეხუთე ადგილს იკავებს. არსებობს ვერსია Opera AC, რომელიც შექმნილია მისი თაქყვანისცემლებით, რომელსაც აქვს უფრო მეტი შესაძლებლობები, (თუმცა მე მაინც ოფიციალურის მომხრე ვარ). სხვადასხვა პარამეტრების დასკვნით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაუზერია.

 

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გაეცნოთ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი ბრაუზერების დაყენების წესს, მაშინ იხილეთ: როგორ დავაყენოთ Mozilla Firefox როგორ დავაყენოთ Google Chrome როგორ დავაყენოთ Safari როგორ დავაყენოთ Opera

 

იხილეთ ბრაუზერების გამოყენების მსოფლიო სტატისტიკა