როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე - rogor.ge

როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე

მაგთი (*500#) სერვერის ხელმისაწვდომად აუცილებელია ქსელში ჩართული იყოთ 1 თვე. 1 თვის მანძილზე აუცილებელია დახარჯული გქონდეთ მინიმუმ 5 ლარი. სერვერი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ როდესაც ანგარიშზე არის დარჩენილი 50 თეთრი ან ნაკლები. სერვერი ხელმეორედ ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ როდესაც აღებულ კრედიტის დაფარავთ. კრედიტის დაფარვა ხდება ანგარიშის პირველივე შევსებისას.

ბილაინი (*141#) კრედიტის ასაღებად აუცილებელია ქსელის მომხმარებელი იყოთ მინიმუმ 1 თვე. მიღებიდან 3 დღის შემდეგ თანხა ავტომატურად გაგეყინებათ. შემდეგი კრედიტის ასაღებად აუცილებელია დაიფაროს უკვე აღებული კრედიტი. კრედიტი შეადგენს 3 ლარს და თანხიდან ჩამოგეჭრებათ 30 თეთრი ეს სერვისის საფასურია.

ჯეოსელი (*115#) ნომერი ქსელში ჩართული უნდა იყოს 1 თვეზე მეტ ხანს და ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ბალანსი შევსებული. კრედიტი შეადგენს 2 ლარს და თანხიდან ჩამოგეჭრებათ 40 თეთრი ეს სერვისის საფასურია. კრედიტის აღებიდან მისი დაფარვა აუცილებელია 1 თვის მანძილზე. სისტემა არ გამოიყენებს კრედიტის დასაფარად თანხას, რომელიც იქნება ჩარიცხული კრედიტის აღებიდან 1 საათის განმავლობაში.