როგორ და სად დავპატიჟოთ გოგო - rogor.ge

როგორ და სად დავპატიჟოთ გოგო

 

ყველაზე მთავარი რამ რაც საჭიროა გოგოს გულის მოსაგებად : უსმინეთ მას, შეეცადეთ დაიმახსოვროთ წვრილმანები რაზეც ის ლაპარაკობს და გიყვებათ თქვენ. აქედან გამომდინარე თუ რა აინტერესებს მას და რაზეც ლაპარაკობს შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა თუ სად უფრო ესიამოვნება მას. (უკიდურეს შემთხვევაში თუ არ გახსენდებათ არაფერი მაგდაგვარი, გადახედეთ თქვენს ძველ sms-ებს მობილურში ან ნალაპარაკევს Facebook-სა და Skype-ში)

 

გაიგეთ თუ რ უნდა თქვენს გოგოს. შეისწავლეთ მისი პიროვნება: რითი ინტერესდება,რა გეგმები აქ მას მომავლისთვის, რაზე ოცნებობს და იმითაც კი თუ რითი იკვებება. ეს დაგეხამრებათ შეხვედრის ადგილსი არჩევაში.

 

თუ ის რომანტიკული ნატურისაა, საჭიროა შეხვედრებისათვის შესაფერისი ადგილების შერჩევა. შეარჩიეთ ისეთი ადგილები სადაც ახლოს არის ბუნება, სკვერები, შადრევანი, მდინარე თუნდაც პატარა, სადაც შეძლებთ წყნარად სეირნობას და ლაპარაკს. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი კინოთეატრები სადაც გადის კომედიები, უპირატესობა მიანიჭეთ არტ-ჰაუსის სტილის ფილმებს, (ისინი ბევრად საინტერესო და სახალისოა ვიდრე თანამედროვე ტუალეტის იუმორის ფილმები). ასევე კარგი იდეაა საინტერესო გამოფენებზე წასვლა, ფოტო ან თუნდაც ნახატების ფამოფენაზე, დიზაინის ტანსაცმლის ამ ყველაფრისათვის კი საკმარისია წინასწარ შეხვიდეთ ინტერნეტში და ნახოთ თუ რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება ქალაქში უახლოეს დღეებში.

 

ექსტრემალურ-რომანტიული. ყოველ შეხვედრას გოგონასთან შეიძლება დააუმატოთ ცოტაოდენი ექსტრიმი. მაგალითად წამოიღეთ სახლიდან ძველი პლედი და 1 ბოთლი შამპანიური და ადით მაღალსართულიანი სახლის სახურავზე, საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედი იშლება. (ნუცუბიძის პლატო თბილისელებსათვის იდეალურია). ასევე რისი საშულებაც გაქვთ ექსტრიმის მხრივ და რა იდეებიც მოგივათ არ მოგერიდოთ განახორციელეთ, გოგოებს მოსწონთ ექსტრიმი და გაბედული კაცები. ასევე არ დაგავიწყდეთ სიფრთხილე.

 

შემოქმედებითი ნატურა, ხელოვანი. თეატრები, კინოთეატრები (არტ-ჰაუსი არ გამოგრჩეთ.) გამოფენები, (ცნობილი არანცობილი),მოძებნეთ რამე სკოლები ან დაწესებულებები სადაც რაიმე ორიგინალურ ხელოვნებას ასწავლიან, თუნდაც რამოდნიმე საჩვენებელი გაკვეთილი. მაგალითად იქნება ეს ხატვის, თუ ძერწვის, ან თიხაზე მუშაობის, ამ ორნამენტების, ან შუშაზე და სხვდასხვა ნივთების დამუშავებაზე.

 

სპორტული გოგო. წადით მასთან ერთად სპორტულ ღონისძიებებზე, შეჯიბრებებზე, ან ცეკვის გაკვეთილებზე, მაგალითად სცადეთ მასთან რამე ორიგინალური სპორტით გართობა მაგალითად ფარიკაობა, ასევე შეგიძლიათ ეთამაშოთ მას ჩოგბურთი ან მაგიდის ჩოგბურთი, დაკავდეთ იოგით და ა.შ. კარგი იდეაა ველოსიპედებით გასეირნებაც. დაადგინეთ თუ რა სახის სპორტი მოსწონს თქვენს რჩეულს.

 

შეარჩიეთ კაფე. სანამ წახვალთ შესახევდრათ, გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ რაც ნახავთ მას და სადმე გახვალთ ერთად, აუცილებლად რაღაც დროის შემდეგ მოგშივდებათ. თუ ხვდებით გოგოს სამსახურის ან ლექციების მერე - საჭიროა გაუმასპინძლდეთ. კაფის შერჩევას შეიძლება მიუდგეთ ხელოვნებით. არის კაფეები ჩვეულებრივი ფასებით (ცოტა ძვირი ვიდრე მაკდონალდსი) მაგრამ განსხვავებული გარემოთია და მენიუთი. ზოგ კაფეში არის ცოცხალი მუსიკა, ისინი არიან ან სახურავზე ან თუნდაც სარდაფებში, სკამების მაგივრად შეიძლება იყოს ჰამაკები, ან საქანელები. რთულია ასეთი კაფეების პოფნა რადგან მათ არ აქვთ პრომო საიტები. გამოკითხეთ ასეთი ადგილების შესახებ მეგობრებს, ნაცნობებს, თუნდაც თქვენ ბაბნიკ ძმაკაცებს.

 

კლუბები (საცეკვაო, სპორტული), ღამის კინოჩვენებები (ძველი ფილმების საღამოები, ანიმე, ძველი რეჟისორების შედევრები,) აუზი, მუზეუმები, ცირკი, მოდების ჩვენება, ქუჩის პერფორმანსები, ღია კონცერტები, ეს ის მცირე ჩამონათვალია შესაძლო ვარიანტების, იყავი საქმის კურსში თუ რა ხდება ქალაქში. გისურვებთ, რომ დაუვიწარი და გამორჩეული დღეები გაგეტარებინოთ თქვენ საყვარელ გოგონებთან ერთად.