როგორ დგება რძე სარძევე ჯირკვლებში - rogor.ge

როგორ დგება რძე სარძევე ჯირკვლებში

 

მშობიარობიდან პირველ დღეებში სარძევე ჯირკვლებში წარმოიქმნება ხსენი-ცილით მდიდარი საკვები, რომელიც ბავშვს ინფექციის საწინააღმდეგონ ძვირფასი ანტისხეულებით ამარაგებს. დაახლოებით მეოთხე დღეს, როცა რძე მოგივათ, ბავშვი ბუნებრივად შეძლებს თქვენი სხეულის სტიმულირებას, რათა მისთვის საკმარისი საკვები მიიღოს.

 

რძე, რომ საკმარისად გქონდეთ, ბავშვი მაშინ უნდა კვებოთ, როცა სურს-პირველ დღეებში ერთი ან ორ საათიანი ინტერვალებით. რაც უფრო ხშირად მოწოვს ბავშვი, მით მეტი რძე გექნებათ. ხელოვნური კვების დამატება ამ სისტემას დაანგრევს: თუ ბავშვს ბოთლით მოუკლავთ შიმშილს, ძუძუს წოვა აღარ მოუნდება და სარძევე ჯირკვლები საკმარის სტიმულირებას ვერ მიიღებს.

 

დედის რძე მუდამ ერთნაირი როდია. კვების დასაწყისში ბავშვი წოვს წყალწყალა რძეს, რომელიც მხოლოდ წყურვილს კლავს. შემდეგ კი იღებს რძეს, რომელიც კალორებით მდიდარია და უკეთესად კლავს შიმშილს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშმა ყოველი კვებისას 10-15 წუთი მაინც წოვოს თითო ძუძუ, თორემ ისევ მალე მოშივდება.

 

როგორ მოიქცეთ იმისათვის, რომ საკმარისი რძე გქონდეთ, ცილით მდიდარი, ბალანსირებული საკვები უნდა ჭამოთ. დალიეთ, როცა მოგწყურდებათ, წოვების დროს ერთი ჭიქა წვენი ან რძე მოიმარაგეთ და დღის განმავლობაშიც რაც შეიძლება ხშირად დაისვენეთ. რძის წარმოსაქმნელად უამრავი ენერგია გჭირდებათ, ამიტომ დიეტა დაივიწყეთ, თორემ გამოიფიტებით და დასუსტდებით. მადას ნუ შეიზღუდავთ, თუმცა ყველანაირ საკვბეს ნუ მიირთმევთ, საჭირო კალორიები ვიტამინებით მდიდარი საკვებიდან მიიღეთ და არა ტკბილეულიდან.