როგორ იბადებიან ტყუპები - rogor.ge

როგორ იბადებიან ტყუპები

 

განარჩევენ ტყუპების ორ ტიპს- არაიდენტურსა და იდენტურს

 

არაიდენტური ტყუპები ჩნდება მაშინ, როდესაც ორ სხვადასხვა კვერცხუჯრედს ორი სხვადასხვა სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს. ამ შემთხვევაში თითოეულ ტყუპისცალს ცალკე პლაცენტა აქვს და ისევე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც დანარჩენ და-ძმებს. არაიდენტური ტყუპები შეიძლება იყვნენ ერთი ან სხვადასხვა სქესიანი.

 

იდენტური ტყუპები ჩნდება მაშინ, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერების შემდეგ ორ დამოუკიდებელ ნახევრად იყოფა და თითოეულიდან ერთმანეთის მსგავსი ნაყოფი ვითარდება. ამ შემთხვევაში ტყუპებს საერთო პლაცენტა აქვთ, ყოველთვის ერთ სქესიანი არიან და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.

 

ზოგჯერ ჩანასახის ნაწილები ერთმანეთს სრულიად არ სცილდება და ამიტომ ტყუპები ერთმანეთთან დაკავშირებულნი იბადებიან. მათ სიამის ტყუპებს უწოდებენ.