როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად - rogor.ge

როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად

 

მენსტრუალური ციკლის შეჩერება (ამონერია), როგორც წესი, ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია, მაგრამ თუ არარეგულარული ციკლი გაქვთ, რამეზე ნერვიულობთ, ავად ხართ, ან ნორმაზე ნაკლებს იწონით, მაშინ ეს ნიშანი სანდო ვერ იქნება. ისიც შესაძლებელია, რომ დაორსულების შემდეგ მცირე სისხლდენა გქონდეთ დაახლოებით ომ დროს, როცა, ჩვეულებრივ, მენსტრუაციას ელოდებით.

 

სარძევე ჯირკვლები შეიძლება გადიდდეს, გახდეს უფრო მგრძნობიარე და ოდნავ გწიწკნიდეთ. სარძევე ჯირკვლების ზედაპირზე განლაგებული ვენები მეტად გამოიკვეთება.

 

შეიძლება პირში ლითონის გემო გაგიჩნდეთ.

 

შესაძლოა მთელი დღის განმავლობაში გქონდეთ დაღლილობის შეგრძნება.

 

სისუსტესა და თავბრუსხვევას გრძნობდეთ.

 

შესაძლოა საშოდან გამონადენი შედარებით უხვი გახდეს.

 

გქონდეთ გულისრევის შეგრძნება ზოგი სუნის მიმართ და ღებინება დღის ნებისმიერ დროს.

 

ზოგი საკვების გემო შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, ზოგი - შეგჯავრდეთ ( მაგალითად, შემწვარი კვერცხი, სასმელი, ყავა და სიგარეტის ბოლი....), ზოგი კი - შეგიყვარდეთ.

 

უჩვეულოდ ემოციური გახდეთ. ეს, პირველ რიგში, ჰორმონალური ცვლილებეითაა განპირობებული.

 

შეიძლება დაგეწყოთ ხშირი შარდვა, მცირე ოდენობით.