როგორ მოვამზადოთ მსხალი წითელ ღვინოში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მსხალი წითელ ღვინოში

 

მსხალი გათალეთ და გაჭერით შუაზე. სცადეთ გაჭრათ შუაზე მსხლის ყუნწიც. ამისათვის გამოიყენეთ ბასრი დანა. მსხალს მოაცალეთ კურკები და შუაგული ისე, რომ არ დაზიანდეს ნახევარი მსხლის ფორმა. მსხალი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და მოასხით ლიმნის წვენი.

 

ამასობაში ღვინო მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ღვინის რაოდენობის განახევრებისთანავე დაამატეთ დარიჩინი, მიხაკი, კონიაკი, ვანილი და ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში.

 

შემდეგ მოათავსეთ მსხალი ღვინოში და ადუღეთ დარბილებამდე.

 

ამოიღეთ მსხალი თეფშზე და ზევიდან მოასხით ოდნავ გადადუღებული ტკბილი და სურნელოვანი ღვინო.

 

ქვაბში დარჩენილ ღვინოს დაამატეთ ლიმნის წვენში კარგად გახსნილი სახამებელი და ურიეთ გასქელებამდე. გასქელებული ღვინის მასა მოასხით მსხალს. მიღებული დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ თბილ მდგომარეობაში.